ვეძებთ მზარეულს ახალი კონცეფციის "Coffee Shop"-ის გუნდისთვის.
სამუშაო ადგილი: ცეხის ახალი ეზო
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი
ანაზღაურება:
** ორშაბათი-პარასკევი — 10 ლარი/საათი;
** შაბათი-კვირა — 12 ლარი/საათი.
ძირითადი მოვალეობები:
** სენდვიჩების აწყობა და სოუსების მომზადება;
** რამდენიმე სახეობის მარტივი დესერტის მომზადება;
** პროდუქციის წინასწარი მომზადება და ორგანიზება;
** სამზარეულოში სისუფთავისა და ჰიგიენის სტანდარტების დაცვა;
** რეცეპტებისა და მომზადების ტექნოლოგიის ზუსტად დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სამზარეულოში მუშაობის გამოცდილება;
** სისუფთავისა და ორგანიზებულობის მაღალი სტანდარტი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** სისწრაფე და ყურადღება დეტალების მიმართ.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნონ CV ელფოსტაზე: zechecoffeeshop@gmail.com
CV-ების მიღების ბოლო ვადა: 30 ოქტომბერი.
|