Робота для біженців з України
უსაფრთხოების ოფიცერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უსაფრთხოების ოფიცერი
მომწოდებელი: ორბი ჯგუფი თბილისი
გამოქვეყნდა: 30 სექტემბერი / ბოლო ვადა: 30 ოქტომბერი
შპს "ორბი ჯგუფი თბილისი" აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების ოფიცრის პოზიციაზე.

ძირითადი პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, ალ. ყაზბეგის 22
** სამუშაო განაკვეთი: სრული, თვეში 15 სამუშაო დღე
** ანაზღაურება: ფიქსირებული + გამომუშავებითი

ძირითადი მოვალეობები:

** ტერიტორიის მონიტორინგი ადგილზე ან კამერების საშუალებით;
** პრობლემებისა და უჩვეულო შემთხვევების აღრიცხვა;
** პრობლემურ სიტუაციებზე რეაგირება საჭიროების მიხედვით;
** ცვლის ზედამხედველისთვის ცვლის ანგარიშის წარდგენა;
** საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა ცვლაში მუშაობა;
** ობიექტზე არსებული მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების ნებისმიერი დანაშაულებრივი ხელყოფისგან დაცვა;
** სტუმრების ვინაობის იდენტიფიცირება;
** უშუალო ხელმძღვანელის მითითებების ზედმიწევნით შესრულება;
** საჭიროების შემთხვევაში, კომპანიის ყველა დეპარტამენტთან და სტრუქტურულ ერთეულთან თანამშრომლობა.

მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (უპირატესობაა);
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: mjapharidze@orbi.ge. ელფოსტის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ: "უსაფრთხოების ოფიცერი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე