|
დასახელება:
წარმოების თანამშრომელი
|
| მომწოდებელი:
Cnick
|
|
გამოქვეყნდა: 30 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 30 ოქტომბერი
|
წარმოების თანამშრომელი
"კნიკი" (CNICK) პირველი ქართული სამომხმარებლო ტექნოლოგიების კომპანიაა, რომელიც ავითარებს და აწარმოებს ჭკვიან ბეჭედს. ჩვენი პროდუქტი იყიდება მსოფლიოს მასშტაბით.
თუ გეხერხება საიუველირო საქმე და გსურს, მონაწილეობა მიიღო ინოვაციური პროდუქტის დამზადებაში, ეს ვაკანსია შენთვისაა!
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
** სახარატო ჩარხით ან ბორმანქანით მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება, თუნდაც მოყვარულის დონეზე;
** დეტალებისადმი ყურადღება;
** მოწესრიგებულად და სუფთად მუშაობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა.
ფუნქცია-მოვალეობები:
** მაღალტექნოლოგიური ბეჭდების დამზადება და დამუშავება.
** ბეჭდების დამზადების პროცესში საწარმოო სტანდარტების დაცვა.
რას გთავაზობთ?
** მზარდ ქართულ ტექნოლოგიურ კომპანიაში მუშაობის შესაძლებლობას, რომელიც საერთაშორისო ბაზრებზე ოპერირებს.
** ჯანმრთელობის დაზღვევას.
** ხელფასი: ფიქსირებული 1500 ლარი + ბონუსები (ჯამში 3000 ლარამდე გამომუშავების შესაძლებლობა).
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00
ლოკაცია: ისანი, თბილისი
დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, მოკლედ გვიამბოთ თქვენი სამუშაო გამოცდილების შესახებ და არსებობის შემთხვევაში, გამოგვიგზავნოთ თქვენი ნამუშევრების სურათები ელ. ფოსტაზე: hiring@cnick.io, Subject-ში აუცილებლად ჩაწერეთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|