|
დასახელება:
პროექტის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
m²
|
|
გამოქვეყნდა: 30 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 30 ოქტომბერი
|
"m²" უკვე 18 წელია საქართველოში ქმნის კომფორტული ცხოვრების ახალ, თანამედროვე სტანდარტს. კომპანიას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქვეყნის უძრავი ქონების ბაზარზე, რაც განპირობებულია მისი გუნდის მაღალი პროფესიონალიზმითა და ინოვაციური მიდგომებით.
გადადი ბმულზე https://m2.ge/ და გაიგე მეტი კომპანია "m²"-ზე.
ხოლო თუ მუდმივად ეძებ საქმის გაუმჯობესების შესაძლებლობას, იჩენ ინიციატივას და შენთვის ცვლილებები საინტერესო გამოწვევაა მაშინ შემოუერთდით m² -ის გუნდს!
კომპანია "m²" აცხადებს ვაკანსიას პროექტის მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** მაღალსართულიანი, მრავალბინიანი, საცხოვრებელი კომპლექსის სამშენებლო პროექტების სრული პროცესის ზედამხედველობა;
** საპროექტო ნახაზების რევიზიასა და დამტკიცებაში მონაწილეობის მიღება;
** სატენდერო დოკუმენტაციის მომზადების პროცესში ჩართულობა, ჩატარებული ტენდერის დეტალური ტექნიკური/ფინანსური ანალიზი და რისკების შეფასება;
** სამშენებლო სტანდარტებისა და კანონმდებლობით დადგენილი ნორმების კონტროლი;
** სამშენებლო რისკების შეფასება და პრევენცია;
** პროექტის შესრულებისათვის საჭირო წარმოდგენილი ვადების ანალიზი, კორექტირება და დადასტურება;
** პროექტის აღსრულების გეგმის და პროცედურების შემუშავება, შეთანხმება, განახლება და იმპლემენტირება;
** არსებული პროექტის ფარგლებში წარმოშობილი საკითხების ანალიზი და სათანადო რეაგირება;
** შესრულებული სამუშაოების პროექტთან შესაბამისობის კონტროლი;
** კონტრაქტორების, ქვეკონტრაქტორების და პროექტში სხვა ჩართული კომპანიების კოორდინაცია;
** შეთანხმებული ბიუჯეტის მკაცრად დაცვის უზრუნველყოფა;
** პროექტის სამუშაოს მოცულობის და სამუშაოების მიმდინარეობის გრაფიკის დადგენილ ვადებში უზრუნველყოფა და მართვა;
** საერთო ხარჯთაღრიცხვიდან შემსრულებელი კომპანიის მიერ წარმოდგენილი ყოველთვიური ფორმა 2-ის შემოწმება, ანალიზი და დადასტურება;
** პროექტის ფარგლებში მიმდინარე რეპორტის მომზადება;
** პროექტის პროცესების ზედამხედველობა (შესრულების ხარისხი, მასალის შესაბამისობა, პროექტთან თანხვედრა და სხვადასხვა სახის აქტების მომზადება);
** პროექტის უსაფრთხოების ნორმების დაცვის და გარემოს დაცვითი ღონისძიებების კონტროლი;
** სამშენებლო რისკების შეფასება და პრევენცია;
** ინოვაციური სისტემების დანერგვის მენეჯმენტი;
აუცილებელი ცოდნა და უნარები:
** უმაღლესი განათლება სამშენებლო მიმართულებით;
** შესაბამის სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** AutoCad, ArchiCad - სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** MS Office (ასევე MS project) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** დროის მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** გუნდის პასუხისმგებლობის გაზიარების და მხარდაჭერის უნარი;
** პრობლემების იდენტიფიცირების და ანალიზის უნარი;
** ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** მოქნილობა ცვლილებების მიმართ;
თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ვაკანსიის მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი შემოუერთდეთ m²-ის გუნდს, გთხოვთ 30 ოქტომბრამდე გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: jobs@m2.ge და წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "პროექტის მენეჯერი".
ვაცხადებ თანხმობას ჩემი პერსონალური მონაცემები დაამუშაოს შპს "მ2 ჯგუფმა" (ს/კ: 404499431) არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
დამუშავებული პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 5 წლის ვადით.
ჩემთვის ცნობილია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ჩემი უფლებების შესახებ.
რეზიუმეს გამოგზავნით, ვადასტურებ, რომ ვეთანხმები ზემოაღნიშნულ პირობებს.
|
|
|
|