Робота для біженців з України
გაყიდვების ქოლცენტრის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების ქოლცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: Infinity Solutions
გამოქვეყნდა: 30 სექტემბერი / ბოლო ვადა: 30 ოქტომბერი
ვეძებთ მოტივირებულ და კომუნიკაბელურ გაყიდვების ქოლცენტრის ოპერატორს ქართულ ენოვან მომხმარებლებთან სამუშაოდ. თუ მარტივად ამყარებ კომუნიკაციას, გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და შედეგზე ხარ ორიენტირებული, შემოგვიერთდი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა და გამართული მეტყველება
** გაყიდვებსა და შედეგზე ორიენტირებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** დამაჯერებელი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი
** უარზე სწორი რეაგირების უნარი

უპირატესობად ჩაითვლება:

** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება
** ქოლცენტრში, ან მომხმარებელთა მომსახურების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება
** სატელეფონო გაყიდვებსა და CRM სისტემასთან მუშაობის გამოცდილება

ფუნქცია-მოვალეობები:

** პოტენციურ კლიენტებთან პრაქტიკული სატელეფონო კომუნიკაცია (ცივი ზარები)
** კომპანიის პროდუქტის/მომსახურების შესახებ ინფორმაციის მკაფიოდ და დამაჯერებლად მიწოდება
** მომხმარებლის საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი შეთავაზების წარდგენა
** დაინტერესებულ მომხმარებლებთან შემდგომი კომუნიკაცია და საჭიროების შემთხვევაში განმეორებითი ზარების განხორციელება
** პოტენციურ მომხმარებლებთან შეხვედრების შეთანხმება და ჩანიშვნა
** CRM სისტემაში მომხმარებლის შესახებ ინფორმაციის, კომუნიკაციის შედეგებისა და შემდგომი მოქმედებების სრულყოფილად, ზუსტად აღრიცხვა
** განსაზღვრული სამუშაო გეგმისა და მიზნობრივი მაჩვენებლების შესაბამისად მუშაობა
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ სამუშაო პროცესთან დაკავშირებული დავალებების შესრულება

სამუშაო პირობები და ანაზღაურება:

** მისამართი - ვაკე, მ. თამარაშვილის 11ა ნომერი
** ფორმატი - ოფისიდან, არ განიხილება დისტანციური ვარიანტი
** გრაფიკი - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 19:00-მდე. შუალედში 1 საათიანი შესვენების შესაძლებლობა
** ანაზღაურება - ფიქსირებული 1000 ლარი, + 5%-იანი ბონუსი ყველა წარმატებით დახურული ქეისიდან, რომლის პირველადი ინიციატორიც იქნება გაყიდვების ქოლცენტრის ოპერატორი

შერჩევის პროცესი:

** დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოგვიგზავნონ რეზიუმე ელფოსტაზე
** მიღებული რეზიუმეების განხილვის შემდეგ შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით ტელეფონით და გავმართავთ მოკლე გასაუბრებას
** სატელეფონო გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში კანდიდატს მოვიწვევთ ოფისში პირისპირ გასაუბრებაზე
** საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება პირისპირ გასაუბრების შედეგის საფუძველზე
** გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან

დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე გამომიგზავნეთ შემდეგ ელფოსტაზე: sales@infinity.com.ge. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითეთ "გაყიდვების ქოლცენტრის ოპერატორი".

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე