Робота для біженців з України
ფილიალის მენეჯერი - სენაკი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფილიალის მენეჯერი
მომწოდებელი: ზღაპარი
გამოქვეყნდა: 30 სექტემბერი / ბოლო ვადა: 30 ოქტომბერი
კომპანია "ზღაპარი" 2006 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და დღეს, ქვეყნის მასშტაბით 48 მარკეტს აერთიანებს. ჩვენ, მომხმარებელს ვთავაზობთ პროდუქციის მრავალფეროვან არჩევანს, ხელმისაწვდომ ფასებს და მაღალი ხარისხის მომსახურებას.

ჩვენს გუნდში ვეძებთ ფილიალის მენეჯერს, რომელიც უზრუნველყოფს მარკეტის ყოველდღიური საქმიანობის ეფექტიან მართვას, მომხმარებელთა მომსახურების მაღალი სტანდარტის შენარჩუნებას და გაყიდვების ძირითადი მაჩვენებლების შესრულებას.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ფილიალის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება და მართვა;
** ფილიალში მომსახურების სტანდარტებისა და კომპანიის შიდა პროცედურების დაცვის უზრუნველყოფა.
** მომხმარებელთა უკუკავშირებზე რეაგირება;
** პროდუქციის მიღების, განთავსების, შენახვისა და რეალიზაციის პროცესების კონტროლი;
** პროდუქციის ნაშთების, ვადების, ფასებისა და მარკირების კონტროლი;
** პროდუქციის თაროებზე სათანადო განლაგებისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
** აქციებისა და სარეკლამო აქტივობების სწრაფად განხორციელების კონტროლი;
** სალარო ოპერაციების, ფულადი სახსრებისა და დღის დახურვის პროცედურების კონტროლი;
** მომწოდებლებთან და კომპანიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ეფექტური კომუნიკაცია;
** ფილიალის საქმიანობასთან დაკავშირებული ანგარიშებისა და ინფორმაციის მომზადება;
** ფილიალის შედეგების ანალიზი და გაუმჯობესების ღონისძიებების ინიცირება;
** ახალი თანამშრომლების შერჩევისა და ადაპტაციის პროცესში ჩართულობა;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების საქმიანობის კოორდინაცია, სწავლება და შესრულებული სამუშაოს კონტროლი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია საცალო ვაჭრობის სფეროში ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** ქართული ენის სრულყოფილი ფლობა;

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** კონკურენტულ შრომით პირობებს;
** საბონუსე სისტემას, კომპანიის მოქმედი პოლიტიკის შესაბამისად;
** ანაზღაურებას სტაჟირების პერიოდში;

გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი (შაბათი მოკლე სამუშაო დღე)
ანაზღაურება: 1100

ვაკანსიით დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ სივი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე cv@zgapari.ge

გაცნობებთ, რომ "ზღაპარი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე