კომპანია MAVA&Co აცხადებს ვაკანსიას მაღაზია New Trend-ის მენეჯერის პოზიციაზე.
MAVA&Co 1998 წლიდან არის პრემიუმ, საერთაშორისო მოდის ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, რომელიც აერთიანებს ისეთ ბრენდებს, როგორიცაა Emporio Armani, Zadig & Voltaire, Armani Exchange და New Trend.
პოზიციის დასახელება: მაღაზიის მენეჯერი
** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი
** სამუშაო განრიგი: კვირაში 5 დღე, ცვლებში: 11:00 -20:00, 13:00- 22:00
** ანაზღაურება: შეთანხმებით
** ჯანმრთელობის დაზღვევა
გთხოვთ, ნუ გამოაგზავნით რეზიუმეს თუ ის არ აკმაყოფილებს ქვემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს:
აუცილებელი მოთხოვნები:
** გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ ვაკანსია არ არის გათვლილი და არ არის მორგებული სტუდენტებზე; ასაკის ზედა ზღვარი - შეზღუდვის გარეშე;
** პრემიუმ ბრენდები, საცალო გაყიდვები (ტანსაცმელი/ფეხსაცმელი/აქსესუარი) - მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
** ინტერესი მოდის ინდუსტრიის მიმართ, მსოფლიო მოდის ტენდენციებისა და ლუქს კლასის ბრენდების კარგი ცოდნა, სტილისა და ფერის შეგრძნება, კრეატიულობა და კარგი ხედვა;
** მიმდინარე მოდის ტენდეციების, ვიზუალური მერჩენდაიზინგის და მომსახურეობის მაღალი სტანდარტების ცოდნა;
** უმაღლესი განათლება მენეჯმენტის, მარკეტინგისა და კომუნიკაციების მიმართულებით;
** ლიდერული უნარ-ჩვევები, 15-20 თანამშრომლისგან შემდგარი გუნდის მართვა;
** ძლიერი კომუნიკაციის უნარი და ინგლისური ენის მაღალი დონე, მინიმუ B1;
** ძლიერი IT უნარები POS პროგრამულ უზრუნველყოფაში (RetailPro) ან Microsoft-ის მსგავს პაკეტში, საჭირო ანგარიშების შექმნის შესაძლებლობა;
** მაღაზიის ყოველდღიური ოპერაციებისთვის SOP-ების შექმნის ცოდნა და უნარი.
ძირითადი მოვალეობები:
** მაღაზიის პერსონალის მართვა;
** ფილიალის ეფექტურად და შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა;
** გაყიდვებისა და KPI-ების შესრულების კონტროლი, გაყიდვების კომერციული და საოპერაციო მართვა;
** პერსონალის მიერ შესრულებული სამუშაოს ზედამხედველობა/კონტროლი;
** სწორი მართვის, ზედამხედველობისა და თანამშრომელთა დატრეინინგების საშუალებით დასახული მიზნების მიღწევა;
** სასაქონლო-მატერიალური მარაგების სისტემატური აღრიცხვა;
** მაღაზიაში სისუფთავისა და წესრიგის კონტროლი;
** ახალი თანამშრომლებისთვის პროდუქციის დეტალური გაცნობა;
** გაყიდვების ანალიზი და გაყიდვები ზრდის მექანიზმების დანერგვა;
** სალაროს, მარაგებისა და ნაშთების კონტროლი;
** მაღაზიაში არსებული სტანდარტის მიხედვით მომხმარებლისათვის კვალიფიციური მომსახურების და კონსულტაციის გაწევა;
** მაღაზიის ყოველდღიური მუშაობის პროცესში ჩართულობა;
** სხვა შესაბამისი მოვალეობები, რაც შეიძლება დასჭირდეს კომპანიას.
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში, თქვენი CV ფოტოსურათით გამოაგზავნოთ შემდეგ ელ - მისამართზე: vacancy@mavaltd.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: მაღაზიის მენეჯერი
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
რეზიუმე ფოტოს გარეშე არ განიხილება. ასევე, გთხოვთ რეზიუმეს თან დაურთოთ სამოტივაციო წერილი.
გისურვებთ წარმატებას!
|