|
დასახელება:
ტექნიკური მომსახურების განყოფილების უფროსი
|
| მომწოდებელი:
ფოთი ტრანსტერმინალი
|
|
გამოქვეყნდა: 30 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 30 ოქტომბერი
|
სს "ფოთი ტრანსტერმინალი" არის თანამედროვე სატრანსპორტო-ლოგისტიკური ჰაბი, რომელიც უზრუნველყოფს საკონტეინერო და გენერალური ტვირთების ოპერატიულ მულტიმოდალურ დამუშავებას. სტრატეგიული ადგილმდებარეობისა და თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით, კომპანიას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ტრანსკასპიური საერთაშორისო მარშრუტისა და გადაზიდვების ეფექტურობის ამაღლებაში.
ვაკანსიის აღწერა:
** ადგილმდებარეობა: ფოთი
** სამუშაო საათები: კვირაში 5 დღე, ორშაბათი-პარასკევი (09:00-18:00)
** შრომითი ანაზღაურება: გამოცდილებისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით.
"ფოთი ტრანსტერმინალი" თანამშრომლებს სთავაზობს საინტერესო და სასიამოვნო სამუშაო გარემოს, მუდმივი განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი ან პროფესიული განათლება მექანიკისა ან მანქანათმშენებლობის დარგში;
** მექანიკოსად ან მანქანათმშენებლობის სფეროში ინჟინრად მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
** რუსული ენის სულ მცირე საშუალო დონეზე ფლობა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office).
ძირითადი მოვალეობები:
** ტექნიკა-დანადგარების გეგმური ტექნიკური მომსახურების გრაფიკის შემუშავება, განხორციელება და მონიტორინგი;
** ავარიული და გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების სწრაფი ორგანიზება და ტექნიკური ხარვეზების აღმოფხვრა;
** საჭირო სათადარიგო ნაწილებისა და მასალების დროული მოთხოვნა და მარაგების უზრუნველყოფა;
** ტექნიკისა და სპეცტექნიკის პერიოდული შემოწმება, მუშაობის ეფექტურობის ანალიზი და რესურსების ოპტიმიზაცია;
** ტექნიკის საიმედოობის ამაღლების ღონისძიებების დაგეგმვა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვა;
** პარტნიორ კომპანიებთან/სერვისცენტრებთან ურთიერთობა, შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოება;
** პერსონალის პერიოდული ინსტრუქტაჟი და ტექნიკის უსაფრთხო ექსპლუატაციის კონტროლი.
პირადი უნარ-ჩვენები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროული და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე: hr@ptt.ge. აუცილებელია, განაცხადის გამოგზავნისას "subject" ველში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.
განცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2026 წლის 30 ოქტომბერი.
სს "ფოთი ტრანსტერმინალის" მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე რეზიუმეს/CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ კომპანია უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|