Робота для біженців з України
HR სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: HR სპეციალისტი
მომწოდებელი: Gudauri Lodge
გამოქვეყნდა: 30 სექტემბერი / ბოლო ვადა: 29 ოქტომბერი
მომწოდებელი აცხადებს ვაკანსიას HR სპეციალისტის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი | მივლინებები გუდაურში

ფუნქცია-მოვალეობები

** თანამშრომლების შერჩევისა და რეკრუტინგის პროცესის სრული მართვა
** ახალი თანამშრომლების ონბორდინგისა და ადაპტაციის პროცესის ორგანიზება
** თანამშრომლების სამუშაო გრაფიკებისა და ცვლების ადმინისტრირებაში ჩართულობა
** შვებულებების აღრიცხვის კონტროლი
** თანამშრომელთა პირადი საქმეებისა და HR დოკუმენტაციის მოწესრიგება
** სასტუმროს შიდა წესებისა და რეგულაციების თანამშრომლებისთვის გაცნობა და მათი დაცვის მონიტორინგი
** თანამშრომელთა დისციპლინასთან დაკავშირებული საკითხების ადმინისტრირება
** თანამშრომლებისთვის უნიფორმების გაცემის, აღრიცხვისა და დაბრუნების კონტროლი
** თანამშრომელთა საცხოვრებლისა და საცხოვრებელი პირობების მონიტორინგი
** თანამშრომელთა შეფასებისა და უკუკავშირის პროცესის მხარდაჭერა
** თანამშრომლებისგან მიღებული კითხვების, საჭიროებებისა და სამუშაოსთან დაკავშირებული საკითხების მხარდაჭერა
** სასტუმროს დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან ყოველდღიური კომუნიკაცია პერსონალთან დაკავშირებულ საკითხებზე
** თანამშრომელთა კმაყოფილების, ჩართულობისა და სამუშაო გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** HR სპეციალისტის ან ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** საქართველოს შრომის, სამართლისა და HR სტანდარტული პროცესების/საუკეთესო პრაქტიკის ღრმა ცოდნა
** ეფექტური კომუნიკაციის, ინტერპერსონალური და პრობლემების გადაჭრის უნარები
** ინგლისური ენის ცოდნა
** MS Office პროგრამების (Excel, Word) მაღალ დონეზე ფლობა

დაინტერესებულმა და კვალიფიციურმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ ფოსტაზე: hr@gudaurilodge.com, გთხოვთ, წერილის თემის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 29 ოქტომბერი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე