Робота для біженців з України
ბრენდის განვითარებისა და გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბრენდის განვითარებისა და გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 30 სექტემბერი / ბოლო ვადა: 30 ოქტომბერი
თმის მოვლის ახალი ბრენდისთვის ვეძებთ აქტიურ და კომუნიკაბელურ ბრენდის განვითარებისა და გაყიდვების მენეჯერს.

ძირითადი მოვალეობები:

** ახალი კლიენტებისა და პარტნიორების მოძიება;
** სილამაზის სალონებთან, მაღაზიებთან და სხვა გაყიდვის არხებთან თანამშრომლობა;
** ბრენდისა და პროდუქციის პრეზენტაცია;
** კომერციული შეთავაზებების მომზადება და მოლაპარაკებების წარმოება;
** გაყიდვების ზრდაზე მუშაობა და გაყიდვების გეგმის შესრულება;
** არსებული პარტნიორების მართვა და მათთან ურთიერთობის განვითარება;
** ბაზრისა და კონკურენტების მონიტორინგი;
** მარკეტინგულ აქტივობებში და ბრენდის განვითარებაში მონაწილეობა;
** შეკვეთებისა და გაყიდვების შედეგების კონტროლი.

სასურველი უნარები:

** გაყიდვებისა და კომუნიკაციის კარგი უნარები;
** მოლაპარაკებების წარმოების გამოცდილება;
** აქტიურობა, პასუხისმგებლობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** beauty / cosmetics სფეროს მიმართ ინტერესი;
** მსგავსი გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

სამუშაო დრო : სრული განაკვეთი
ხელფასი: ფიქსირებული / ფიქსირებული +%

ვეძებთ ადამიანს, რომელსაც სიამოვნებს კომუნიკაცია, ახალი კლიენტების მოძიება და სურვილი აქვს, ახალი ბრენდის განვითარებაში აქტიური როლი შეასრულოს.

დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე გაგვიზიარეთ ელფოსტაზე: karamniftaliyev06@gmail.com.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე