Робота для біженців з України
ავტომექანიკოსი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ავტომექანიკოსი
მომწოდებელი: ერპიემი
გამოქვეყნდა: 30 სექტემბერი / ბოლო ვადა: 30 ოქტომბერი
შპს "RPM" აცხადებს ვაკანსიას ავტომექანიკოსის პოზიციაზე, ავტომობილის ზეთის შეცვლის ობიექტზე.

სამუშაო ადგილი: ბათუმი

ძირითადი მოვალეობები:

** ძრავის ზეთის შეცვლა;
** გადაცემათა კოლოფის ზეთის შეცვლა;
** დიფერენციალის/ხიდის ზეთის შეცვლა;
** ძრავის ზეთის, ჰაერის, სალონისა და საწვავის ფილტრების შეცვლა;
** ანტიფრიზის/გამაგრილებელი სითხის შეცვლა და დამატება;
** საჭის ჰიდრავლიკის სითხის შეცვლა;
** ავტომობილის ტექნიკური სითხეების დონისა და მდგომარეობის შემოწმება;
** აკუმულატორის შეცვლა;
** სამუშაო პროცესის ხარისხიანად და უსაფრთხოების წესების დაცვით შესრულება;
** სამუშაო ადგილის სისუფთავისა და მოწესრიგებულობის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ავტომობილების მიმართ ინტერესი და სურვილი, რომ განვითარდეს ამ სფეროში;
** პასუხისმგებლობისა და სწავლის სურვილი;
** ყურადღებიანობა და პუნქტუალურობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** ავტომექანიკოსად მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** პროფესიულ განვითარებასა და პრაქტიკაში სწავლას;
** მოწესრიგებულ სამუშაო პირობებს;
** მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდში მუშაობას;
** კონკურენტულ ანაზღაურებას.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ მობილურზე ან გადმოგვიგზავნოთ რეზიუმე მითითებულ მისამართზე:

ტელ.: 597 73 94 14
ელფოსტა: aslanibakuridze2000@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე