|
დასახელება:
მექანიკოსი, შემფუთავ-დამფასოებელი
|
| მომწოდებელი:
Caucasian PET Company
|
|
გამოქვეყნდა: 29 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 29 ოქტომბერი
|
სს "კავკასიან პეტ კომპანი" ლიდერია PET შეფუთვის წარმოებასა და რეალიზაციაში საქართველოსა და კავკასიის ქვეყნებში.
ოფისი და ქარხანა მდებარეობს ქ. რუსთავში.
წარმოების გაფართოებასთან დაკავშირებით ვაცხადებთ კანდიდატების ძიებას შემდეგ ვაკანსიებზე:
1. მექანიკოსი - 1 ვაკანსია
მოთხოვნები:
** ტექნიკური განათლება. სპეციალობა - მექანიკოსი.
** მექანიკოსის თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება, ავტომატური ხაზების გამწყობის, წარმოების აღჭურვილობის რეგულირების, შეკეთების და მომსახურების მიმართულებით გამოცდილება. მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება ავტომატურ და ნახევრად ავტომატურ მოწყობილობებთან წარმოებაში.
** დამხმარე ელექტრომოწყობილობებთან მუშაობის ნებართვა (ამწე).
** ჰიდრავლიკურ აღჭურვილობასთან მუშაობა და კინემატიკური და ჰიდრავლიკური დიაგრამების კითხვა.
** ქართული ენის და სასურველია რუსული/უკრაინული ან ინგლისური ენის ცონდა.
** ათვისების კარგი უნარი, პასუხისმგებლობიანობა, პუნქტუალობა.
** სასურველია კომპიუტერთან მუშაობის უნარები.
თანამდებობრივი მოვალეობები:
** სამუშაო ცენტრების დროული სერვისი და შეკეთება.
** აღჭურვილობის სრულფასოვანი მუშაობის უზრუნველყოფა.
** ფორმისმიმცემი პრესფორმების შეცვლა და გაწმენდა.
** დამცავი მოწყობილობების ტექნიკური კონტროლი და შეკეთება.
** ყველა სახის დანადგარის აღრიცხვა და ამორტიზაციის კონტროლი.
სამუშაო პირობები: ქალაქი რუსთავი, სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე 08:00-17:00 (შესაძლოა დამატებითი ანაზღაურებადი სამუშაო დასვენების დღეებში);
ანაზღაურება: 1900 ლარიდან ხელზე, კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე. იმ მექანიკოსებისთვის, რომლებსაც აქვთ სპეციალური განათლება ან დადასტურებული სამუშაო გამოცდილება განიხილება მაღალი ანაზღაურება. გამოსაცდელი ვადის/სწავლების პერიოდში - 1850 ლარიდან ხელზე (კვალიფიკაციიდან გამომდინარე).
2. შემფუთავ-დამფასოებელი - 1 ვაკანსია
მოთხოვნები:
** მართვის მოწმობა ან სატვირთველის მართვის სერთიფიკატი.
** ფიზიკურად მუშაობის და მძიმეების აწევის უნარი.
** ქართული ენის ცოდნა, რუსული/უკრაინული ან ინგლისური ენების ელემენტარულ დონეზე ცოდნა.
უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლიანი.
** ყურადღებიანი.
** პუნქტუალური.
** შრომისმოყვარე.
თანამდებობრივი მოვალეობები მოიცავს:
** მზა პროდუქციისთვის ყუთის აწყობა. ცარიელი ყუთის წონა 11-15კგ.
** მზა პროდუქციის შეფუთვა. სავსე ყუთის წონა 280-315კგ.
** შეფუთული პროდუქციის სასაწყობე ზონაში განთავსება.
** წარმოებაში ხვადასხვა დამხმარე სამუშაოს შესრულება.
** სასაწყობე და საწარმოო ტერიტორიაზე სისუფთავის უზრუნველყოფა/დასუფთავება და ინვენტარის გაფრთხილება და მათი გამართულობის კონტროლი.
სამუშაო პირობები: ქ. რუსთავი. სამუშაო გრაფიკი -08:00-დან 20:00-მდე და 20:00-დან 08:00-მდე (2 სამუშაო დღე: დღე, ღამე, მომდევნო ორი დღე დასვენება + ზეგანაკვეთური სამუშაო საჭიროებიდან გამომდინარე).
ანაზღაურება - 1470 ლარი ხელზე ან 8, 79 ლარი საათში. სწავლების პერიოდის - 1 თვის განმავლობაში - 1400 ლარი ხელზე ან 8, 37 ლარი საათში (დამოკიდებულია ფაქტობრივად ნამუშევარ დროზე, საპენსიო გადასახადის გამოკლებით).
პრემირება - წლის მუშაობის შედეგებიდან გამომდინარე.
სოციალური პაკეტი მოიცავს: სამედიცინო დაზღვევა; სამსახურში მიყვანა-წამოყვანა ქ. რუსთავში; კორპორატიული მობილური ნომერი; კვება შესვენების დროს; პრემირება - წლის მუშაობიდან გამომდინარე; FITPASS-ის კორპორატიული ტარიფი (აუზი, ფიტნეს-დარბაზები).
რეზიუმე გამოაგზავნეთ ელ. მისამართზე: Gogashvili.Mari@caucasianpet.com
|
|
|
|