|
დასახელება:
PET წარმოების ოპერატორი
|
| მომწოდებელი:
Caucasian PET Company
|
|
გამოქვეყნდა: 29 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 29 ოქტომბერი
|
სს "კავკასიან პეტ კომპანი" ლიდერია PET შეფუთვის წარმოებასა და რეალიზაციაში საქართველოსა და კავკასიის ქვეყნებში.
ოფისი და ქარხანა მდებარეობს ქ. რუსთავში.
წარმოების გაფართოებასთან დაკავშირებით ვაცხადებთ კანდიდატების ძიებას შემდეგ ვაკანსიებზე:
PET წარმოების ოპერატორი - 9 ვაკანსია
მოთხოვნები:
** წარმოებაში ტექნოლოგიურ დანადგარებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია).
** ტექნიკასთან, მექანიზმებთან, ელექტრო მოწყობილობებთან მუშაობის უნარები (სასურველია).
** კომპიუტერის ცოდნა სამომხმარებლო დონეზე და დოკუმენტაციის წარმოების წესების ცოდნა.
** ქართული ენის ცოდნა, რუსული/უკრაინული და ინგლისური ენების ელემენტარულ დონეზე ცოდნა.
** პასუხისმგებლიანი, ყურადღებიანი, შრომისმოყვარე.
თანამდებობრივი მოვალეობები:
** მაღალი ხარისხის PET და PE პროდუქციის წარმოების პროცესის გაშვება, რეგულირება და კონტროლი.
** მოწყობილობების ტექნიკური პარამეტრების კონტროლი და რეგულირება.
** გამოსაშვები პროდუქციის ხარისხის კონტროლი; დანადგარების მუშაობის ჟურნალის წარმოება; ცვლის ანგარიშების შედგენა.
** საამქროს ტერიტორიისა და მოწყობილობების დასუფთავება.
** ნებისმიერი დამხმარე სამუშაოების შესრულება.
სამუშაო პირობები:
** ქალაქი რუსთავი
** სამუშაო გრაფიკი: - 08:00-დან 20:00-მდე და 20:00-დან 08:00-მდე (2 სამუშაო დღე: დღე, ღამე, მომდევნო ორი დღე დასვენება + ზეგანაკვეთური სამუშაო საჭიროებიდან გამომდინარე).
** ანაზღაურება - 1500 ლარი ხელზე ან 8, 97 ლარი საათში სასწავლო პერიოდის განმავლობაში (3 თვე) (დამოკიდებულია ფაქტობრივად ნამუშევარ დროზე, საპენსიო გადასახადის გამოკლებით).
პრემირება - წლის მუშაობის შედეგებიდან გამომდინარე.
სოციალური პაკეტი მოიცავს: სამედიცინო დაზღვევა; სამსახურში მიყვანა-წამოყვანა ქ.რუსთავში; კორპორატიული მობილური ნომერი; კვება შესვენების დროს; FITPASS-ის კორპორატიული ტარიფი (აუზი, ფიტნეს-დარბაზები).
რეზიუმე გამოაგზავნეთ ელ. მისამართზე: Gogashvili.Mari@caucasianpet.com
|
|
|
|