|
დასახელება:
სუროგატების და დონორების პროგრამების კოორდინატორი
|
| მომწოდებელი:
European Fertility Clinic
|
|
გამოქვეყნდა: 29 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 29 ოქტომბერი
|
ვაკანსია — სუროგატების და დონორების პროგრამების კოორდინატორი
საერთაშორისო რეპროდუქციული მედიცინის მიმართულებით მომუშავე კომპანია ეძებს აქტიურ, პასუხისმგებლიან და კომუნიკაბელურ თანამშრომელს, რომელიც ჩაერთვება სუროგატების და დონორების მართვასა და კანდიდატებთან კომუნიკაციაში.
ძირითადი მოვალეობები:
** სუროგატი დედებისა და დონორების კანდიდატებთან ყოველდღიური კომუნიკაცია;
** ახალი ლიდების დროული დამუშავება და მათზე პასუხების გაცემა;
** კანდიდატების პირველადი ინფორმაციის შეგროვება და კითხვარების მართვა;
** კანდიდატების პროგრამის პირობებთან გაცნობა;
** კანდიდატების სტატუსების კონტროლი და ინფორმაციის განახლება;
** ექიმებთან და კლინიკის სხვა თანამშრომლებთან კოორდინაცია;
** ვიზიტების, გამოკვლევებისა და პროგრამის ეტაპების ორგანიზება;
** კანდიდატების პროცესის ეტაპობრივად მართვა და მათთან მუდმივი უკუკავშირის შენარჩუნება;
** საჭირო ინფორმაციის სწორად და დროულად გადაცემა მენეჯმენტისთვის;
** WhatsApp-ისა და სხვა საკომუნიკაციო არხების აქტიურად გამოყენება.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია:
** რუსული ენის კარგი ცოდნა — აუცილებელია;
** ქართული ენის კარგი ცოდნა;
** ინგლისურის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა და ადამიანებთან მარტივად ურთიერთობის უნარი;
** აქტიურობა და ინიციატივიანობა;
** სწრაფად პასუხისა და რამდენიმე პროცესის პარალელურად მართვის უნარი;
** დეტალებზე ყურადღება;
** სტრესულ სიტუაციებში მშვიდად მუშაობის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა და მოტივაცია;
გამოცდილება:
სასურველია კანდიდატს ჰქონდეს გამოცდილება კლიენტებთან/პაციენტებთან კომუნიკაციის, გაყიდვების, ქოლ-ცენტრის, HR-ის, ადმინისტრირების, სამედიცინო სფეროს ან მსგავს პოზიციაზე.
რეპროდუქციული მედიცინის, სუროგაციის ან დონაციის სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა აუცილებელი პირობა არ არის.
პიროვნული თვისებები:
ვეძებთ ადამიანს, რომელიც არ დაელოდება მხოლოდ დავალების მიღებას და თავადაც შეძლებს პროცესის კონტროლს — დროულად დაუკავშირდება კანდიდატს, გადაამოწმებს ინფორმაციას, შეახსენებს საჭირო ნაბიჯებს და პასუხისმგებლობას აიღებს საკუთარ მიმართულებაზე.
რას გთავაზობთ:
** სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** fitpass;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** საინტერესო და დინამიკურ სფეროში მუშაობას;
** გუნდურ გარემოს;
სამუშაო ადგილი: თბილისი, ორთაჭალა/კრწანისის რაიონი, 33 კრწანისის II შესახვევი
დასაქმება: სრული განაკვეთი
თუ დაინტერესებული ხართ ამ ვაკანსიით, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით mariam@efclinic.ge
|
|
|
|