Робота для біженців з України
ლოგისტიკის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ლოგისტიკის მენეჯერი
მომწოდებელი: ვენგო ჯგუფი
გამოქვეყნდა: 29 სექტემბერი / ბოლო ვადა: 29 ოქტომბერი
"ვენგო ჯგუფი" აერთიანებს სატრანსპორტო და საექსპედიტორო კომპანიებს. ჯგუფის წევრი სატრანსპორტო კომპანია 2004 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე, როგორც საერთაშორისო გადამზიდავი.

"ვენგო ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ლოგისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. ვაკე
სამუშაო გრაფიკი: სრული 10:00-18:00
დასვენების დღე: შაბათი-კვირა

პასუხისმგებლობები:

** FTL და LTL საერთაშორისო გადაზიდვების დაგეგმვა და მართვა;
** Forwarding კომპანიებთან თანამშრომლობა და საბაჟო დოკუმენტაციის შემოწმება;
** ტრანსპორტირების მარშრუტების ოპტიმიზაცია და საკონტროლო მონიტორინგი;
** პრობლემური სიტუაციების სწრაფი და ეფექტური გადაჭრა;
** მუდმივი კომუნიკაცია უცხოელი პარტნიორებთან.

გამომდინარე მოთხოვნები:

** მინიმუმ 1 წლის გამოცდილება Forwarding კომპანიაში;
** სავალდებულო ენების ცოდნა: ინგლისური და რუსული;
** თურქული ენის ცოდნა უპირატესობაა;
** ორგანიზებულობა, დამოუკიდებლობა და გუნდთან ეფექტური მუშაობის უნარი.

რას გთავაზობთ ჩვენ:

** ჩვენ გთავაზობთ მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კონკურენტულ ანაზღაურებას.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ , გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე hr@vengo.ge; გთხოვთ, სათაურის ველში "subject" მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება: "ლოგისტიკის მენეჯერი".

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე