Робота для біженців з України
შესყიდვების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შესყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: მეთერს სთორ
გამოქვეყნდა: 29 სექტემბერი / ბოლო ვადა: 29 ოქტომბერი
"მეთერს სთორ" (https://mattersstore.com/) ქალის ტანსაცმლის ქართული ბრენდია, რომელიც წარმატებით მოღვაწეობს ბაზარზე. კომპანიის ძირითადი საქმიანობა ქალის ტანსაცმლის წარმოება და ონლაინ რეალიზაციაა.

მეთერსის გუნდისთვის ვეძებთ შესყიდვების სპეციალისტს, რომელიც სრულად იქნება პასუხისმგებელი ნედლეულის შესყიდვის პროცესში - დაგეგმვიდან და მომწოდებლის შერჩევიდან - აღრიცხვამდე.

სამუშაო პირობები:

** ლოკაცია: ქ. თბილისი;
** სამუშაო ადგილი: დისტანციური; ოფისის გახსნის შემდეგ სრულად ოფისიდან;
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 სთ;
** ანაზღაურება: 2500 ლარი, ხელზე ასაღები თანხა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ნედლეულისა და მასალების შესყიდვა ადგილობრივი და საერთაშორისო მომწოდებლებისგან;
** მომწოდებლებთან მოლაპარაკების პროცესის წარმოება ფასზე, მიწოდების ვადაზე, გადახდის პირობებსა და ხარისხის მოთხოვნებზე;
** შეკვეთების განთავსება და მიწოდების პროცესის კოორდინაცია - ტრანსპორტირება, საბაჟო პროცედურები, თანმხლები დოკუმენტაცია;
** ყველა შესყიდვის სრული და ზუსტი აღრიცხვა პროგრამა "ბალანსში" საქონლის მიღებიდან არაუგვიანეს ერთი სამუშაო დღისა - შესყიდვის რაოდენობა, ფასი, მომწოდებელი, დოკუმენტი;
** შესყიდვების დაგეგმვა წარმოების გეგმისა და გაყიდვების დინამიკის მიხედვით -
მარაგების შესაბამისი კონტროლი;
** თითოეულ პოზიციაზე მინიმალური ნაშთისა და ხელახალი შეკვეთის წერტილის განსაზღვრა და მათი რეგულარული გადახედვა;
** ახალი მომწოდებლებისა და შესყიდვის არხების მოძიება, ალტერნატივების შედარება ფასის, ხარისხისა და მიწოდების ვადის მიხედვით;
** მომწოდებლების ბაზის წარმოება და განახლება - საკონტაქტო მონაცემები, ფასები, ვადები, ხარისხისა და თანამშრომლობის ისტორია;
** კოორდინაცია მარაგების მართვის სპეციალისტთან და საწარმოო გუნდთან - მიმდინარე ნაშთებისა და საწარმოო საჭიროების მიხედვით;
** ყოველთვიური ანგარიშგების მომზადება: განხორციელებული შესყიდვები, ფასების დინამიკა, მიმდინარე ნაშთები და დაგეგმილი შეკვეთები.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** შესყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონე (წერილობითი კომუნიკაცია და მოლაპარაკების წარმოება უცხოელ მომწოდებლებთან);
** MS Excel-ის კარგი ცოდნა;
** სააღრიცხვო პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება;
** დეტალებზე ორიენტაცია და რიცხვებთან მუშაობის უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობისა და საკუთარი სამუშაო დღის დაგეგმვის უნარი.

შერჩევის პროცესში უპირატესობად ჩაითვლება:

** ტექსტილის ან მსუბუქი მრეწველობის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ქსოვილების ტიპებისა და მახასიათებლების ცოდნა, მოდის ტენდენციებში გარკვევა;
** პროგრამა "ბალანსთან" მუშაობის გამოცდილება.

დაინტერესების შემთხვევაში, გაგვიზიაროთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: hr@mattersstore.com ვაკანსიის სახელწოდების მითითებით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ გადარჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე