Робота для біженців з України
მიმტანი/დარბაზის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიმტანი/დარბაზის თანამშრომელი
მომწოდებელი: ლა პანეტერია
გამოქვეყნდა: 29 სექტემბერი / ბოლო ვადა: 29 ოქტომბერი
"ლა პანეტერია" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის/დარბაზის თანამშრომლის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმრების მიღება და მათთვის მენიუს შეთავაზება;
** შეკვეთების მიღება და შესაბამის სისტემაში სწორად ასახვა;
** კერძებისა და სასმელების დროული და სათანადო ფორმით მიწოდება;
** სტუმრებისთვის მენიუს შემადგენლობისა და შეთავაზებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** მომსახურების მაღალი სტანდარტის დაცვა;
** სტუმრების მოთხოვნებსა და შეკითხვებზე ოპერატიული რეაგირება;
** დარბაზში სისუფთავისა და წესრიგის უზრუნველყოფა;
** სამზარეულოსა და დარბაზის გუნდებთან კოორდინირებული მუშაობა;
** კომპანიის შიდა წესებისა და სტანდარტების დაცვა.

საჭირო უნარები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** გამართული მეტყველებისა და კარგი კომუნიკაციის უნარი;
** სტუმარზე ორიენტირებულობა;
** დატვირთულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი;
** რამდენიმე ამოცანის ერთდროულად შესრულების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა.

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე და 2 დასვენების დღე.

ჩვენ გთავაზობთ:

** გარემოს, სადაც შესაძლებლობა გექნებათ, იმუშაოთ პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდეთ;
** კომპანიის პროდუქტებზე სპეციალურ ფასს თანამშრომლებისთვის.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: mariam@la-panetteria.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე