Робота для біженців з України
პიცის მცხობელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პიცის მცხობელი
მომწოდებელი: ლა პანეტერია
გამოქვეყნდა: 29 სექტემბერი / ბოლო ვადა: 29 ოქტომბერი
"ლა პანეტერია" აცხადებს ვაკანსიას პიცის მცხობლის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** პიცის ცომის მომზადება დადგენილი რეცეპტისა და სტანდარტების შესაბამისად;
** ინგრედიენტების წინასწარ მომზადება და სამუშაო სივრცეში სწორად განთავსება;
** პიცის შეკვეთის შესაბამისად აწყობა და გამოცხობა;
** მომზადებული პროდუქტის ხარისხისა და ვიზუალური სტანდარტის კონტროლი;
** შეკვეთების დროულად და თანმიმდევრულად შესრულება;
** ღუმელის, სამუშაო ინვენტარისა და სხვა მოწყობილობების სწორად და უსაფრთხოდ გამოყენება;
** პროდუქციის ვარგისიანობის ვადებისა და შენახვის პირობების კონტროლი;
** მარაგების ოპტიმალური მოხმარება და დანაკარგის შემცირება;
** ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა;
** სამუშაო სივრცის სისუფთავისა და წესრიგის უზრუნველყოფა;
** HACCP-ის მოთხოვნების, ჰიგიენისა და სურსათის უვნებლობის ნორმების დაცვა;
** სამზარეულოს გუნდთან კოორდინირებული მუშაობა.

საჭირო უნარები:

** პიცის მცხობლის ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ცომთან მუშაობისა და პიცის გამოცხობის ტექნიკის ცოდნა;
** დატვირთულ სამუშაო გარემოში სწრაფად და ხარისხიანად მუშაობის უნარი;
** რამდენიმე შეკვეთის ერთდროულად მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სისუფთავე, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე და 2 დასვენების დღე.

ჩვენ გთავაზობთ:

** გარემოს, სადაც შესაძლებლობა გექნებათ, იმუშაოთ პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდეთ;
** კომპანიის პროდუქტებზე სპეციალურ ფასს თანამშრომლებისთვის.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: mariam@la-panetteria.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე