Робота для біженців з України
მერჩენდაიზერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მერჩენდაიზერი
მომწოდებელი: სალო
გამოქვეყნდა: 29 სექტემბერი / ბოლო ვადა: 29 ოქტომბერი
სადისტრიბუციო კომპანია შპს "სალო" აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათიდან პარასკევამდე 5 საათიანი გრაფიკი
შაბათ-კვირა დასვენება
ანაზღაურება: კონკურენტული

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიასა და სავაჭრო ობიექტს შორის პროდუქციის წინასწარ შეთანხმებული განთავსების პირობების და პლანოგრამის მიხედვით განლაგება და იერსახის შენარჩუნება;
** კომპანიის პროდუქციისა და თაროს სისუფთავეზე ზრუნვა;
** სავაჭრო დარბაზში განლაგებული კომპანიის პროდუქციის ვადების კონტროლი;
** რიგგარეშე შეკვეთის საჭიროების შემთხვევაში პრისეილიერისთვის ინფორმაციის მიწოდება შეკვეთის დეტალების შესახებ (პროდუქციის რაოდენობა, ასორტიმენტი, ნაშთები).

თანამდებობისთვის საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია მუშაობის გამოცდილება მომსახურების, ან გაყიდვების სფეროში (ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად).

პიროვნული თვისებები:

** დაკვირვების უნარი
** გამართული კომუნიკაციის უნარი
** თავაზიანი მომსახურების უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე: gburdulivc@gmail.com. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე