Робота для біженців з України
მარკეტინგის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის სპეციალისტი
მომწოდებელი: ITConnect
გამოქვეყნდა: 29 სექტემბერი / ბოლო ვადა: 29 ოქტომბერი
"IT Connect" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის სპეციალისტის თანამდებობაზე.

ხელფასი: დამოკიდებულია გამოცდილებასა და კვალიფიკაციაზე
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (10:00-19:00)
მდებარეობა: თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი

ძირითადი მოვალეობები:

** მარკეტინგული სტრატეგიისა და თვიური კონტენტ-გეგმის შემუშავება და მართვა;
** LinkedIn, Facebook და Instagram გვერდების მართვა და კონტენტის შექმნა;
** დასრულებული პროექტების საფუძველზე Case Study-ების მომზადება ტექნიკურ გუნდთან თანამშრომლობით;
** ელფოსტის კამპანიებისა და ნიუსლეთერის დაგეგმვა და მართვა;
** Meta-სა და LinkedIn-ზე სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა, მართვა და ბიუჯეტის კონტროლი;
** გაყიდვების გუნდის მხარდაჭერა პრეზენტაციების, კომერციული შეთავაზებებისა და ბროშურების მომზადებაში;
** ფრილანსერებთან და მომწოდებლებთან თანამშრომლობა და მათი კოორდინაცია;
** ღონისძიებებსა და გამოფენებში კომპანიის მონაწილეობის ორგანიზება და საკუთარი ღონისძიებების დაგეგმვა;
** ბრენდის სტანდარტების დაცვა ყველა მარკეტინგულ მასალაში;
** მარკეტინგული აქტივობების შედეგების ყოველთვიური ანალიზი და KPI-ების მიხედვით ანგარიშგება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** Canva-ს, Figma-ს ან Adobe-ის ერთ-ერთი ინსტრუმენტის ცოდნა;
** მარტივი ვიდეომონტაჟის გამოცდილება (მაგ. CapCut);
** AI ინსტრუმენტების (ChatGPT, Claude და სხვ.) აქტიური გამოყენება სამუშაო პროცესში;
** კრეატიული აზროვნება, ორგანიზებულობა და რამდენიმე დავალების პარალელურად მართვის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გაგვიზიარეთ შემდეგ ელფოსტაზე: recruitment@boundsolutions.ge.

CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ:

** თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაო გამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს "ბოუნდ ეიჩარ სოლუშენის" მიერ;
** ასევე ეთანხმებით, პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის (დამსაქმებელი კომპანიებისათვის);
** პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში;
** ⁠ პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს; აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.).
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე