Робота для біженців з України
პროდუქტებისა და წარმოების ტექნოლოგიების ტრენერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროდუქტებისა და წარმოების ტექნოლოგიების ტრენერი
მომწოდებელი: ელთიბი
გამოქვეყნდა: 29 სექტემბერი / ბოლო ვადა: 29 ოქტომბერი
პროდუქტებისა და წარმოების ტექნოლოგიების ტრენერი
თუ ავეჯის წარმოებაში წლები დაგიგროვდა, ახლა დროა, გამოცდილებაც დააფასო.

შენ უკვე იცი, როგორ იქმნება ავეჯი. ჩვენთან გაიგებ კიდევ უფრო მეტს — მასალებზე, ფურნიტურაზე, ტექნოლოგიებსა და საერთაშორისო ბრენდებზე.

ისწავლი. გამოცდი. შეადარებ და მერე შენს ცოდნას სხვებს გაუზიარებ — გუნდს, მომხმარებლებსა და დამწყებ სპეციალისტებს.

რას გააკეთებ:

** ავეჯის მასალების, ფურნიტურისა და აქსესუარების ტექნიკური შესწავლა და ტესტირება
** გუნდის, კლიენტებისა და დამწყები სპეციალისტების ტრენინგი და ვორქშოფების ჩატარება
** უცხოელ მომწოდებლებთან ტექნიკურ საკითხებზე კომუნიკაცია
** ახალი პროდუქტებისა და ტექნოლოგიების შესახებ ცოდნის სისტემატიზაცია და გუნდისთვის გაზიარება
** სუფთა, საოფისე გარემო. შენი გამოცდილება კი — მთავარი სამუშაო ინსტრუმენტი.

აუცილებელია:

** ავეჯის წარმოებაში პრაქტიკული გამოცდილება
** ტექნიკური აზროვნება
** ინგლისური ან რუსული ენის კარგი ცოდნა (B2 დონე)

ანაზღაურება: 1600 ლარი (ხელზე ასაღები)

გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) მისამართზე: vacancy@ltb.ge
წერილის სათაურში (subject) მიუთითეთ: ტექნოლოგიების ტრენერი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე