Робота для біженців з України
საბაჟო პროცესებისა და დეკლარირების ექსპერტი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საბაჟო პროცესებისა და დეკლარირების ექსპერტი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 29 სექტემბერი / ბოლო ვადა: 29 ოქტომბერი
კომპანია აცხადებს ვაკანსიას საბაჟო პროცესებისა და დეკლარირების ექსპერტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** საბაჟო დეკლარირების სრული პროცესის აღწერა და სისტემატიზაცია;
** ინვოისების, Packing List-ის, სერტიფიკატების CMR/AWB/Bill of Lading-ისა და სხვა დოკუმენტების ანალიზი;
** HS კოდების, გადასახადების, შეღავათებისა და საჭირო ნებართვების განსაზღვრის წესების ჩამოყალიბება;
** ASYCUDA/eCustoms-ის სამუშაო პროცესების აღწერა;
** პროდუქტის გუნდისთვის ბიზნესწესებისა და პრაქტიკული მოთხოვნების მიწოდება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საბაჟო დეკლარირების პრაქტიკული გამოცდილება;
** ASYCUDA/eCustoms-ის კარგი ცოდნა;
** იმპორტისა და ექსპორტის პროცედურების ცოდნა;
** HS კოდებთან და საბაჟო დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;

დაინტერესების შემთხვევაში cv შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ ელ . ფოსტის მისამართზე: Hr@pl.ge და ელ.ფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიცია "საბაჟო პროცესებისა და დეკლარირების ექსპერტი".

გისურვებთ წარმატებას!

ინფორმაციის მიწოდებით პირი ეთანხმება "კომპანიის " მიერ მის პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონისა და "კომპანიის " "პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის" შესაბამისად.

ინფორმაცია პირის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლოდ "კომპანიის " ვაკანტურ პოზიციაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 თვის ვადით. კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა "კომპანიას"

და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე