Робота для біженців з України
მზის ელექტროსადგურის ოპერატორი - O&M - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მზის ელექტროსადგურის ოპერატორი - O&M
მომწოდებელი: ASTORIOS
გამოქვეყნდა: 29 სექტემბერი / ბოლო ვადა: 29 ოქტომბერი
"ASTORIOS" აცხადებს ვაკანსიას მზის ელექტროსადგურის ოპერატორის (O&M) პოზიციაზე, რუსთავში მდებარე მზის ელექტროსადგურზე. სამუშაო სრულდება ცვლებში და მოიცავს სადგურის მონიტორინგს, ვიზუალურ შემოვლას და ანგარიშგებას.

პირობები:

** ადგილმდებარეობა: რუსთავი, საქართველო
** კომპანიის ტიპი: განახლებადი ენერგია, ინდუსტრიული კომპანია
** გამოცდილება: მინიმუმ 1 წელი
** მიმართულება: ექსპლუატაცია და ტექნიკური მომსახურება (O&M)
** დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი, ცვლებში (კვირაში 40 საათი)
** ანაზღაურება: შეთანხმებით + დაზღვევა.

ძირითადი მოვალეობები:

** SCADA სისტემის საშუალებით სადგურის მუშაობის, წარმადობისა და განგაშის სიგნალების მონიტორინგი.
** გაუმართაობის, განგაშის ან მუშაობის გადახრის დაუყოვნებლივ შეტყობინება.
** თითოეულ ცვლაში სადგურის ტერიტორიის გეგმური ვიზუალური შემოვლა.
** ცვლის ჟურნალების, საკონტროლო სიის და ანგარიშების შევსება, პროცედურების დაცვა და ცვლის სათანადო გადაბარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ელექტროინჟინერიის, ენერგეტიკის, ელექტრომექანიკის ან სხვა პირდაპირ დაკავშირებულ ელექტროტექნიკურ სპეციალობაში სავალდებულოა.
** მინიმუმ 1 წლიანი შესაბამისი სამუშაო გამოცდილება ელექტრო, ინდუსტრიულ, ენერგეტიკის ან მსგავს ტექნიკურ სფეროში.
** კომპიუტერის საბაზისო ცოდნა და მონიტორინგის სისტემებთან და სტანდარტულ ანგარიშებთან მუშაობის უნარი. (გამოყენებულ სპეციალურ პროგრამებთან მუშაობის ტრენინგებს ჩაგიტარებთ კომპანია)
** ინგლისური ან რუსული ენების საბაზისო სამუშაო ცოდნა.
** პასუხისმგებლობიანი, დისციპლინირებული და ყურადღებიანი; ცვლებში, ობიექტზე მუშაობის შესაძლებლობა. უპირატესობა მიენიჭებათ რუსთავში მცხოვრებ კანდიდატებს.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV უნდა გამოაგზავნონ: HR@ASTORIOS.COM (სასურველია ინგლისურ ენოვანი).

ელფოსტის სათაურში მიუთითეთ: "მზის ელექტროსადგურის ოპერატორი (O&M)".

გასაუბრებაზე მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე