|
დასახელება:
კონსულტანტი
|
| მომწოდებელი:
ფოტოცენტრი
|
|
გამოქვეყნდა: 29 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 29 ოქტომბერი
|
კომპანია "ფოტოცენტრი" (Printing Services, E-commerce) აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე.
"ფოტოცენტრი" წარმატებული ქართული კომპანიაა, რომელიც წარმოდგენილია 3 ფიზიკური ფილიალით თბილისის ცენტრალურ უბნებში, 1 შოურუმით/ჩარჩოების სახელოსნოთი თავისუფლების მოედანზე და უნიკალური ონლაინ პლატფორმით Photocenter.ge, რომელიც აერთიანებს 1, 600-ზე მეტ ბეჭდვის, სახლის დეკორისა და სასაჩუქრე პროდუქტს.
კომპანია ასევე აერთიანებს სპორტული ინვენტარის კედლის დეკორის მიმართულებას "ოთხი" და ვიდეოკასეტების გაციფრულების სერვისს "ფოტოპლაზა".
კომპანიის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ:
** Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/profile.php?id=100085298679063
** ინსტაგრამ გვერდზე: https://www.instagram.com/photocenter.ge/
** Tik Tok გვერდზე: https://www.tiktok.com/@photocenter.ge
** ვებ გვერდზე: https://new.photocenter.ge/
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის სერვისისა და პროდუქციის მომხმარებლებისთვის წარდგენა და შეკვეთების გაფორმება
** სალარო აპარატთან მუშაობა
** აღებული შეკვეთების მონიტორინგი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა
** გამართული ქართული ვერბალური კომუნიკაციის უნარი
** სალარო აპარატთან მუშაობის გამოცდილება
** არითმეტიკული ოპერაციების ცოდნა
** სასურველია მომსახურებისა და გაყიდვების სფეროში მუშაობის 1-1.5 წლიანი გამოცდილება.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** პრეზენტაბელური
** კომუნიკაბელური
** თავაზიანი
** ორგანიზებული
** სტრესულ გარემოში ადაპტირების და სწრაფი რეაგირების უნარი
პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 10:00-19:00
** ანაზღაურება: 1200-1300 ლარი (ბონუსების გათვალისწინებით)
** სტაჟირების პერიოდი: 2 კვირა
** მისამართი: თავისუფლების მოედანი, პუშკინის 7
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ.ფოსტაზე: nana@photoplaza.ge.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|