Робота для біженців з України
ზეინკალი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ზეინკალი
მომწოდებელი: ხის კოჭების მწარმოებელი კომპანია
გამოქვეყნდა: 29 სექტემბერი / ბოლო ვადა: 29 ოქტომბერი
ხის სამშენებლო კოჭების (ბალკების) მწარმოებელი კომპანია აცხადებს ვაკანსიას ზეინკლის პოზიციაზე ქალაქ ქუთაისში.

ძირითადი მოვალეობები:

** დეტალების მომზადება: სამონტაჟო სამუშაოების დაწყებამდე კომპონენტების გაწმენდა, გაცხიმოვნება, მარკირება და დახარისხება;
** აწყობა და მონტაჟი: დეტალების შეერთება კვანძებად და მექანიზმებად ხელის და ელექტროინსტრუმენტების გამოყენებით (ბურღვა, ჭრა, ხრახნის მოჭრა; ხრახნიანი, შემდუღებლო, სარჩილავი და სამანჭვლე შეერთებების აწყობა);
** კონსტრუქციების მონტაჟი: სამრეწველო მოწყობილობების (ჩარხების, პრესების, კონვეიერების), ლითონის კონსტრუქციების (კოჭების, კარკასების, რეზერვუარების), მილსადენებისა და სხვა ელემენტების დამონტაჟება საპროექტო მოთხოვნების შესაბამისად;
** ტექნიკური მომსახურება და რემონტი (გაშვება-გამართვის შემდეგ): მოწყობილობების მდგომარეობის რეგულარული შემოწმება, გაწმენდა, შეზეთვა, ცვეთადი ელემენტების შეცვლა, დიაგნოსტიკა და მიმდინარე გაუმართაობების დროული აღმოფხვრა.

აუცილებელი მოთხოვნები და უნარები:

** ტექნიკური დოკუმენტაციის, ნახაზებისა და სქემების კითხვისა და გაგების უნარი;
** ხელის და ელექტროინსტრუმენტებთან მუშაობის გამოცდილება (ხრახნდამჭერი/"შურუპავერტი", კუთხსახეხი/"ბალგარკა", ქანჩსახრახნი/"გაიკავერტი");
** ლითონის ზეინკლური დამუშავების უნარები: ჭრა, ბურღვა, გაწმენდა, ღუნვა;
** ზუსტი საზომი ინსტრუმენტების ფლობა (შტანგენცირკული, მიკრომეტრი, თარაზო, საზომი ლენტი, კუთხმზომი) და ზომების სიზუსტის კონტროლი.

სასურველია (ჩაითვლება უპირატესობად):

** ლაზერული საზომი ხელსაწყოების გამოყენების გამოცდილება მონტაჟის სიზუსტის ასამაღლებლად;
** შედუღების სამუშაოების შესრულების უნარი;
** საბაზისო ცოდნა და კომპეტენცია ელექტროენერგეტიკაში.

რას გთავაზობთ:

** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას, სტაბილურ სამუშაო გარემოს, ჯანმრთელობის დაზღვევას, კვებას.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ-ფოსტაზე: sgelashvii.gsolar@gmail.com, გთხოვთ აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე