|
დასახელება:
არაანაზღაურებადი სტაჟირება მარკეტინგის დეპარტამენტში
|
| მომწოდებელი:
მზიური
|
|
გამოქვეყნდა: 28 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 28 ოქტომბერი
|
საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია შპს "მზიური", რომელიც წარმოადგენს ცნობილი ბრენდების (ოლეინა, ლინდტი, კიმბერლი კლარკი და სხვა) დისტრიბუტორს საქართველოში აცხადებს არაანაზღაურებად სტაჟირებას თბილისში მარკეტინგის დეპარტამენტში.
კომპანია სთავაზობს კანდიდატებს შემდეგ პირობებს:
პრაქტიკულ გამოცდილებას პრემიუმ ბრენდებთან მუშაობაში, მათ შორის: Lindt, Dallmayr, Olympus, Emco, Takis, Nuk, Bubchen, Plasmon და სხვა.
** სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებისამებრ.
** მისამართი: ქ.თბილისი, წერეთლის გამზირი 113დ.
** ჯანმრთელობის დაზღვევას.
** Fit-Pass
** სტაჟირების ვადა - 6 თვე (დასაქმების პერსპექტივით)
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** მარკეტინგული აქტივობების განხორციელებაში მონაწილეობა
** მარკეტინგული კომუნიკაციების მართვაში მენეჯერის ასისტირება
** კონტენტის შექმნასა და იდეების გენერირებაში მონაწილეობა
** სოციალური მედიის პლატფორმებზე მუშაობის მხარდაჭერა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მარკეტინგის, კომუნიკაციების, ბიზნესის ადმინისტრირების ან დაკავშირებული მიმართულებით განათლება (მიმდინარე ან დასრულებული)
** სოციალური მედიის პლატფორმების (Facebook, Instagram, LinkedIn) გამოყენების გამოცდილება
** კონტენტის შექმნისა და იდეების გენერირების უნარი
** ანალიტიკური აზროვნება და დეტალების მიმართ ყურადღება
** ქართულ და ინგლისურ ენებზე წერითი/ვერბალური კომუნიკაციის უნარი
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** კრეატიულობა და შემოქმედებითი აზროვნება;
** დეტალებზე ყურადღების მიქცევა;
** სწავლისა და ახალი უნარების სწრაფად ათვისების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დროის მენეჯმენტი და დავალებების დროულად შესრულება;
** გუნდურად მუშაობის უნარი და კომუნიკაბელურობა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV (ქართულ ენაზე), ფოტოსურათით, - (არსებობის შემთხვევაში გაგვიზიარეთ პორტფოლიო) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@mziuri.com.ge
მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება:
1. დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა/სახელწოდება და საკონტაქტო ინფორმაცია - შპს "მზიური, საკონტაქტო ინფორმაცია: 032 2 00 11 55.
2. მონაცემთა დამუშავების მიზანი - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის;
3. სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად;
4. ინფორმაცია მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ - კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხირდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმობის შესახებ;
5. მონაცემთა მიმღების ვინაობა - შპს "მზიური-ს" ადამიანური რესურსების სამსახური;
6. მონაცემთა დაგეგმილი გადაცემისა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობა - პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;
7. ინფორმაცია მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ - მონაცემთა მოწოდებიდან არაუმეტეს 6 თვე;
8. ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ -
** მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
** მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;
** მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება;
** მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;
** წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;
** მონაცემთა გადატანის უფლება;
** ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები;
** თანხმობის გამოხმობის უფლება;
** გასაჩივრების უფლება`
9. შპს "მზიური" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით."
|
|
|
|