|
დასახელება:
საწყობის თანამშრომელი
|
| მომწოდებელი:
დეკო მარტ
|
|
გამოქვეყნდა: 28 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 28 ოქტომბერი
|
მაღაზია "დეკო მარტი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.
მდებარეობა: თბილისი, შეშელიძის 3ა.
გრაფიკი: 6 სამუშაო დღე (1 დასვენების დღე), 10:00-21:00
მოვალეობები:
** მომხმარებლისთვის პროდუქციის მიწოდება.
** მიტანის სერვისისთვის შეკვეთების გამზადება და დატვირთვა
** მაღაზიასთან არსებულ ორ საწყობსა და მთავარ საწყობში შემოსული პროდუქციის ჩამოტვირთვა/დატვირთვა და საწყობში გადანაწილება დასახელებების შესაბამისად. (მთავარ საწყობში ტრანსპორტირებას კომპანია ანაზღაურებს)
** საწყობში სისუფთავის შენარჩუნება
** პროდუქციასთან სიფრთხილის ნორმების დაცვით მოპყრობა.
** ხელმძღვანელის სხვა მითითებების შესრულება
უნარ-ჩვევები:
** აუცილებელია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
** პასუხისმგებლიანობა
** გუნდური მუშაობის უნარი (ჩანგლიანი დამტვირთველის მართვის გამოცდილება უპირატესობად ჩაითვლება)
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** ანაზღაურება: 2000 ლარი.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ სივი ფოტოსურათთან ერთად გამოგვიგზავნოთ ელფოსტაზე: decomart.ge@gmail.com. სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|