Робота для біженців з України
ექსპერტ-შემფასებელი/მოლარე-ოპერატორი - ზუგდიდი, ბათუმი, თბილისი, რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ექსპერტ-შემფასებელი/მოლარე-ოპერატორი
მომწოდებელი: ბერმელი
გამოქვეყნდა: 28 სექტემბერი / ბოლო ვადა: 28 ოქტომბერი
"მისო ბერმელი / Bermeli" აცხადებს ვაკანსიას ექსპერტ-შემფასებლის/მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე ქ. ზუგდიდში, ბათუმში, თბილისსა და რუსთავში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ძვირფასი ლითონებისა და თვლების შეფასების ცოდნა (სერტიფიკატი სასურველია)
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება (სასურველია)
** საოფისე პროგრამების ცოდნა (სასურველია)
** გრაფიკით მუშაობის შესაძლებლობა (სასურველია)
** შესაძლებელი ძვირფასი ლითონებისა და თვლების შეფასების ადგილზე შესწავლაც

უნარ-ჩვევები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ეფექტური კომუნიკაცია;
** თავაზიანობა;
** სიზუსტე;
** სისწრაფე;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სანდოობა;
** გუნდური მუშაობა;
** კომპანიის შინაგანაწესის დაცვა;
** სწრაფად სწავლისა და განვითარების უნარი.

ძირითადი მოვალეობები:

** ძვირფასი თვლებისა და ლითონების შეფასება, მიღება (შეფასების პროცესთან დაკავშირებული პროცესის სრულად ცოდნა);
** ტექნიკის შეფასება, მიღება (შეფასების პროცესთან დაკავშირებული პროცესის სრულად ცოდნა);
** სალომბარდე სესხების გაცემა;
** კლიენტთა მომსახურება;
** სალაროს ოპერაციების განხორციელება;
** სავალუტო ოპერაციების განხორციელება;
** ეროვნული და უცხოური ვალუტის ყალბისგან გარჩევა, მათი დამცავი ნიშნების ცოდნა.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00; შაბათი 09:20-14:20 საათამდე, 40 საათიანი სამუშაო კვირა.
ანაზღაურება: კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად.

ჩვენ გთავაზობთ:

** სასიამოვნო და გუნდურ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული ტრენინგებსა;
** კორპორაციულ ღონისძიებებს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ განაცხადი: https://bermeli.selfrecruit.ge/s/FJkyT
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე