|
დასახელება:
საკრედიტო ოფიცერი
|
| მომწოდებელი:
ბერმელი
|
|
გამოქვეყნდა: 28 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 28 ოქტომბერი
|
შპს "მისო ბერმელი / Bermeli" აცხადებს ვაკანსიას საკრედიტო ოფიცრის პოზიციაზე ქუთაისსა და ბათუმში.
აუცილებელი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება, სასურველია ფინანსებისა და ეკონომიკის მიმართულებით;
** ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება საბანკო, საკრედიტო ან კორპორაციული ფინანსების სფეროში;
** აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა ("Microsoft Word" და " Microsoft Excel").
ძირითადი მოვალეობები:
** პოტენციური მომხმარებლების მოძიება;
** ბიზნეს, სამომხმარებლო და იპოთეკური სესხების დამუშავება/გაცემა;
** არსებული და პოტენციური მომხმარებლებისათვის საკრედიტო და არასაკრედიტო პროდუქტების შეთავაზება;
** განაცხადის შევსება და მომხმარებლის შესაბამის პროგრამაში რეგისტრაცია;
** მიღებული ინფორმაციის ანალიზი;
** სესხის უზრუნველყოფის შეფასება;
** დამუშავებული ინფორმაციის კომიტეტზე წარდგენა, გადაწყვეტილების გაცნობა და სესხის გაცემის პროცესის უზრუნველყოფა;
** მომხმარებლებთან დაკავშირებული მთლიანი დოკუმენტაციის მოწესრიგება და შენახვა;
** გაცემული სესხის მიზნობრიობის შესრულების მეთვალყურეობა და კონტროლი;
** მომხმარებლების მიერ გრაფიკის შესაბამისად გადახდების განხორციელების კონტროლი;
** ვადაგადაცილებულ სესხებზე მუშაობა და ჯანსაღი პორტფელის შენარჩუნება;
** საკრედიტო პორტფელის ზრდასა და ხარისხზე ზრუნვა;
** საკრედიტო საქმიანობის დამოუკიდებელი მუდმივი ანალიზი.
პიროვნული თვისებები და უნარები:
** გამართული მეტყველება;
** კომუნიკაბელურობა;
** ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი;
** ენერგიულობა;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებული და შედეგებზე ორიენტირებული;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00; შაბათი 09:20-14:20 საათამდე, 40 საათიანი სამუშაო კვირა.
ანაზღაურება: 1875 ლარი (GROSS) დამოკიდებულია კანდიდატის კომპეტენციასა და სამუშაო გამოცდილებაზე
დამატებით სამი სახის საბონუსე სისტემა.
ჩვენ გთავაზობთ:
** სასიამოვნო და გუნდურ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული ტრენინგებს;
** კორპორაციულ ღონისძიებებს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
დაინტერესების შემთხვევაში, ეწვიეთ ლინკს: https://bermeli.selfrecruit.ge/s/cbI1
|
|
|
|