|
დასახელება:
საწყობის თანამშრომელი
|
| მომწოდებელი:
მეტალ პარკი
|
|
გამოქვეყნდა: 28 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 28 ოქტომბერი
|
კომპანია "მეტალ პარკი" აცხადებს საწყობის თანამშრომლის ვაკანსიას.
ძირითადი მოვალეობები:
** საწყობში პროდუქციის მიღება-დასაწყობება, თაროებზე განთავსება
** პროდუქციის ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემოწმება მიღება-ჩაბარებისას;
** შეკვეთების აწყობა, შეფუთვა და დატვირთვა მომხმარებლისთვის;
** საწყობში არსებული მარაგების აღრიცხვაში მონაწილეობა და პერიოდული ინვენტარიზაცია;
** საწყობის ტერიტორიაზე წესრიგისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებების დროული და ეფექტური შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია მეტალობაზაში ან სამშენებლო მასალების საწყობში);
** ფიზიკური მზაობა და დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
** სამუშაო გრაფიკი: თვეში 15 სამუშაო დღე.
** ადგილმდებარეობა: თბილისი, ეველინა თავაძის N 5 (ყოფილი ქსნის ქუჩა)
** ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი, 1, 500 ლარი
** სტაბილურ სამუშაო გარემოს და კარიერული ზრდის შესაძლებლობას.
განაცხადის შეტანის წესი:
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: info@metalpark.ge. წერილის თემის ველში (Subject) მიუთითეთ: "საწყობის თანამშრომელი".
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 30.10.2026
|
|
|
|