Робота для біженців з України
ავტოკარის მძღოლი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ავტოკარის მძღოლი
მომწოდებელი: მეტალ პარკი
გამოქვეყნდა: 28 სექტემბერი / ბოლო ვადა: 30 ოქტომბერი
კომპანია "მეტალ პარკი" აცხადებს ავტოკარის მძღოლის ვაკანსიას.

ძირითადი მოვალეობები:

** ავტოკარით პროდუქციის უსაფრთხო ჩამოტვირთვა, დატვირთვა და გადაადგილება;
** ტვირთის საწყობში სწორად და ეფექტურად განთავსება/დასაწყობება;
** ტექნიკის (ავტოკარის) გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნება, ყოველდღიური ვიზუალური შემოწმება და ტექნიკური ხარვეზების დროული შეტყობინება;
** საწყობის შიდა უსაფრთხოებისა და შრომის დაცვის ნორმების ზედმიწევნით დაცვა;
** საწყობის მენეჯერთან მჭიდრო თანამშრომლობა და მიღებული დავალებების დროულად შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ავტოკარზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, სიფრთხილე და უსაფრთხოების ნორმების დაცვა.

ჩვენ გთავაზობთ:

** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი
** ადგილმდებარეობა: თბილისი, ეველინა თავაძის N5 (ყოფილი ქსნის ქუჩა)
** ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი, 1, 800 ლარი
** სტაბილურ სამუშაო გარემოს.

განაცხადის შეტანის წესი:
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: info@metalpark.ge.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 30.10.2026
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე