Робота для біженців з України
საწყობის დამხმარე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის დამხმარე
მომწოდებელი: სიდო
გამოქვეყნდა: 28 სექტემბერი / ბოლო ვადა: 28 ოქტომბერი
კომპანია "სიდო" (მაღაზიათა ქსელი "აქვარუმი") აცხადებს ვაკანსიას საწყობის დამხმარის პოზიციაზე (მაღაზიათა ქსელ "ქვარუმში").

კომპანიის საქმიანობა: სანტექნიკური ნაწარმის იმპორტი და რეალიზაცია
პოზიცია: საწყობის დამხმარე
სამუშაო ადგილი: შალვა გოგიძის ჩიხი 8 (დიდი დიღომი)

სამსახურებრივი მოვალეობა:

** პროდუქციის მიღება და დათვლა:
- საწყობში შემოსული საქონლის მიღება, ვიზუალური შემოწმება (დაზიანებების გამოვლენა)
და რაოდენობრივი გადათვლა თანმხლებ დოკუმენტაციასთან (ზედნადები/ინვოისი)
შესაბამისობაში.
- უზუსტობის ან დაზიანების აღმოჩენის შემთხვევაში, უშუალო ხელმძღვანელის დროული
ინფორმირება.
** დასაწყობება და ორგანიზება:
- პროდუქციის სწორი განთავსება საწყობის შესაბამის ზონებში, თაროებსა თუ უჯრედებში
- საწყობში წესრიგის, სისუფთავისა და პროდუქციის უსაფრთხო შენახვის უზრუნველყოფა.
** შიდა ლოჯისტიკა და შეკვეთების მომზადება:
- ყოველდღიური შიდა ლოჯისტიკისთვის საქონლის შეგროვება, დახარისხება და გამზადება
შეკვეთების/მოთხოვნების შესაბამისად.
- პროდუქციის უსაფრთხო შეფუთვა და ტრანსპორტირებისთვის/გაცემისთვის მომზადება.
- კომპანიის ფილიალებისთვის, მაღაზიებისთვის ან კურიერებისთვის/მძღოლებისთვის
საქონლის დროული გადაცემა.
** ინვენტარიზაცია და აღრიცხვა:
- პერიოდულ და გეგმურ ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება.
-საწყობში არსებული ნაშთების კონტროლში დახმარება.

სამუშაო საათები: ყოველდღე 10:00 საათიდან 18:00-მდე. 2 დასვენების დღე (მცოცავი გრაფიკით).
შესვენება: 1 საათი
დასვენება: წელიწადში 24 სამუშაო დღე + 3 დღე დეი ოფი.
ანაზღაურება: 1100 ლარიდან (მოჭრილი ხელფასი 1000 ლარი + კვების დანამატი 100 ლარი) +ბონუსი დატვირთვის მიხედვით

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაციის უნარი
** პუნქტუალურობა და დატვირთულ გარემოში მუშაობის უნარი.

საკონტაქტო ელფოსტა: office@sido.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე