|
დასახელება:
დისტრიბუტორი
|
| მომწოდებელი:
ინვესტორი
|
|
გამოქვეყნდა: 28 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 28 ოქტომბერი
|
კომპანია ინვესტორი ქ. თბილისში აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუტორის (მიწოდების თანამშრომელი) პოზიციაზე.
კომპანიის მოთხოვნები და პირობები:
** ანაზღაურება 1500 ლარიდან + ბონუსი
** სამუშაო დღეები: ორშაბათი - შაბათი
** სამუშაო საათები: 09:00-18:00, შაბათი მოკლე სამუშაო დღე
** ადგილმდებარეობა: აკ. წერეთლის გამზ.116;
ძირითადი მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება
** დისტრიბუციის პოკეტსა და სასაქონლო ზედნადებთან მუშაობის გამოცდილება
** აუცილებელია მართვის მოწმობა (B კატეგორია);
პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** დოკუმენტებთან მუშაობის სრულყოფილი უნარი;
მოვალეობები:
** მოახდინოს საწყობიდან შეკვეთილი პროდუქციის ჩატვირთვის კონტროლი
** დისტრიბუციის პოკეტიდან ატვირთოს ზედნადები და მოახდინოს სწორი მიწოდება
** უზრუნველყოს შეკვეთილი პროდუქციის უსაფრთხო და დროული მიწოდება სავაჭრო ობიექტისთვის
** ყოველდღიურად წარადგინოს ანგარიში, ჩატარებული სამუშაოს შესახებ და ასევე აწარმოოს დღის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოს ამსახველი ტაბელი;
** უზრუნველყოს პროდუქციის რეალიზაციიდან მიღებული თანხის სრული და დროული შეტანა კომპანიის სალაროში;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV (ქართულ ენაზე), ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: keti@investor.com.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით +995 577 595 222
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|