|
დასახელება:
Ford Transit-ის მძღოლი, სატვირთოს მძღოლი, ტრაილერის მძღოლი
|
| მომწოდებელი:
ჯეო ტექნიკსი
|
|
გამოქვეყნდა: 28 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 28 ოქტომბერი
|
კომპანია "ჯეო ტექნიკსი" 2017 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. კომპანიის საქმიანობის ძირითად მიმართულებას სამშენებლო მასალების გადაზიდვა, სპეც ტექნიკის გაქირავება და რეალიზაცია წარმოადგენს.
კომპანია "ჯეო ტექნიკსი" აცხადებს ვაკანსიას თბილისში შემდეგ პოზიციებზე:
1. Ford Transit-ის მძღოლი (B) კატეგორია
2. სატვირთოს მძღოლი (C) კატეგორია
3. ტრაილერის მძღოლი (E) კატეგორია
სამუშაო ადგილი: მოსკოვის გამზირი, ქინძმარაულის ქუჩა
სამუშაო გრაფიკი: 09:00 - 18:00
ანაზღაურება: ფიქსირებული; ბონუსი
ძირითადი მოვალეობები:
** ტვირთების უსაფრთხო ტრანსპორტირება თბილისსა და შემოგარენში;
** კომპანიის სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი;
** ხელმძღვანელის დროული ინფორმირება მოსალოდნელი რისკების შესახებ;
ძირითადი მოთხოვნები:
მძღოლის პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 1 წლიანი გამოცილება შესაბამისი კატეგორიით;
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
ბენეფიტები:
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კორპორაციული ნომერი;
** სახელფასო დანამატი/ბონუსი;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@geotechnics.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 599 27 25 90.
|
|
|
|