Робота для біженців з України
აღმასრულებელი დირექტორი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: აღმასრულებელი დირექტორი
მომწოდებელი: საკონდიტრო რაფაელო
გამოქვეყნდა: 25 სექტემბერი / ბოლო ვადა: 25 ოქტომბერი
"რაფაელო" — საკონდიტრო კომპანია, რომელიც 2014 წლიდან წარმატებით საქმიანობს ბაზარზე. დღეს კომპანია აერთიანებს 200-მდე თანამშრომელს და აგრძელებს განვითარებასა და გაფართოებას.

კომპანიის მართვისა და განვითარების ახალი ეტაპისთვის, "რაფაელო" აცხადებს ვაკანსიას საკონდიტროს აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის ყოველდღიური საქმიანობის სრული მართვა და კოორდინაცია;
** კომპანიის სტრატეგიული მიზნებისა და განვითარების გეგმის შემუშავება და შესრულების უზრუნველყოფა;
** საწარმოო, სავაჭრო და საოპერაციო პროცესების ეფექტიანად მართვა;
** დეპარტამენტებისა და სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის კოორდინაცია;
** მენეჯერული გუნდის მართვა, განვითარება და შედეგების კონტროლი;
** ბიზნესპროცესების ოპტიმიზაცია და ეფექტიანობის გაზრდა;
** გაყიდვების, შემოსავლებისა და ხარჯების მაჩვენებლების მონიტორინგი;
** ბიუჯეტის დაგეგმვასა და ფინანსური შედეგების კონტროლში მონაწილეობა;
** პროდუქციის ხარისხის, მომსახურების სტანდარტებისა და კომპანიის შიდა სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;
** მარაგების, შესყიდვებისა და ლოგისტიკური პროცესების კონტროლი;
** ადამიანური რესურსების მართვის პროცესების ზედამხედველობა;
** კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირება და მართვა;
** ხელმძღვანელობისთვის პერიოდული ანგარიშებისა და ანალიზის მომზადება;
** კომპანიის წარმომადგენლობა პარტნიორებთან, მომწოდებლებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის, ფინანსების ან შესაბამის სფეროში;
** აღმასრულებელ/გენერალურ მენეჯმენტში მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია გამოცდილება საკონდიტრო, კვების, HoReCa, საცალო ვაჭრობის ან წარმოების სფეროში;
** დიდი გუნდის მართვის გამოცდილება;
** ფინანსური და საოპერაციო მაჩვენებლების ანალიზის უნარი;
** სტრატეგიული დაგეგმვისა და გადაწყვეტილებების მიღების ძლიერი უნარები; ლიდერული და მენეჯერული უნარები;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** მოლაპარაკების, კომუნიკაციისა და გუნდთან ეფექტიანი ურთიერთობის უნარი;
** ორგანიზებულობა და სწრაფად ცვალებად გარემოში მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ დასაქმებას განვითარებად კომპანიაში;
** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** მაღალი პასუხისმგებლობისა და გადაწყვეტილების მიღების შესაბამის უფლებამოსილებას;
** პროფესიონალურ და დინამიკურ სამუშაო გარემოს;
** ძლიერი გუნდის ხელმძღვანელობის შესაძლებლობას.

სამუშაო ადგილი: ქუთაისი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV rafaelo.humanresource@gmail.com

დაგვიკავშირდით: 555 216 514

გთხოვთ, CV-ში მიუთითოთ სასურველი პოზიცია — "აღმასრულებელი დირექტორი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე