|
დასახელება:
ინტერიერის დიზაინერი
|
| მომწოდებელი:
Stense
|
|
გამოქვეყნდა: 25 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 25 ოქტომბერი
|
სტენსი მუშაობს მხოლოდ ისეთ პროექტებზე, რომლებიც შეესაბამება კომპანიის ხედვას. გვსურს ვიმუშაოთ პროფესიონალებთან, რომლებსაც უყვართ თავიანთი საქმიანობა, ენერგიას არ იშურებენ ხარისხიანი პროდუქტის შესაქმნელად და იზიარებენ კომპანიის ესთეტიკურ მიდგომას.
ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები:
** წინასაპროექტო კვლევის მომზადება;
** დიზაინის კონცეფციის შექმნაში მონაწილეობა;
** დიზაინის კონცეფციის მიხედვით სრული BIM მოდელის დამუშავება Revit-ში;
** ვიზუალიზაციის სპეციალისტთან ეფექტური კომუნიკაცია სასურველი ხარისხის ვიზუალიზაციის მიღების მიზნით;
** დიზაინის კონცეფციის მიხედვით მასალებისა და პროდუქციის შერჩევა.
სავალდებულო მოთხოვნები:
** Revit - ის სრულყოფილად ცოდნა;
** შესაბამის პოზიციაზე 1-3 წლამდე სამუშაო გამოცდილება;
ანაზღაურება: ფიქსირებული - 3000 ლარი;
სამუშაო საათები: ორშ - პარ 09:00 - 18:00
I ეტაპი - კანდიდატებთან გასაუბრება;
II ეტაპი - დავალების შესრულება;
შერჩეულ კანდიდატს დაუწესდება ანაზღაურებადი გამოსაცდელი ვადა.
თუ დაინტერესდით ჩვენთან მუშაობით, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV და პორტფოლიოს ბმული შემდეგ მისამართზე jobs@stense.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: Interior Designer.
https://www.stense.ge/
|
|
|
|