|
დასახელება:
ბრენდ მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
სმოტორსი
|
|
გამოქვეყნდა: 25 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 25 ოქტომბერი
|
კომპანიის შესახებ:
კომპანია "სმოტორს"- ი 2001 წლიდან ახორციელებს ავტომობილების სათადარიგო ნაწილების, იმპორტსა და რეალიზაციას საქართველოს მთელს ტერიტორიაზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://www.smotors.ge/
"SMOTORS" - ხარისხი დეტალებშია!
პოზიციის დასახელება: ბრენდ მენეჯერი
მდებარეობა: თბილისი, ევგენია მაისურაძის 1
სამუშაო გრაფიკი: სრული.
ანაზღაურება: 2000 ლარი
სამუშაოს მოკლე აღწერა:
** კომპანიის არსებულ საერთაშორისო მომწოდებლებთან მუდმივი საქმიანი კომუნიკაციის წარმოება (შესყიდვის ფასზე, ბონუსზე, მარკეტინგულ ბიუჯეტზე)
** საქონლის საფასო პოლიტიკის განსაზღვრა;
** გაყიდვების დინამიკის, სეზონურობისა და ტენდენციების მუდმივი მონიტორინგი, მოთხოვნის წინასწარი განსაზღვრა;
** მარაგების კონტროლი დეფიციტის თავიდან ასაცილებლად;
** შეკვეთების ფორმირება, ლოგისტიკის დეპარტამენტთან კოორდინაცია;
** დეფიციტური საქონლის ადგილობრივ ბაზარზე შევსება;
** ბაზრის, კატეგორიის, საქონლის, კონკურენტების შესწავლა და ანალიზი;
** დაბალი ბრუნვადობისა და არალიკვიდური მარაგების რეგულარული იდენტიფიცირება; მათი რეალიზაციის მიზნით, წამახალისებელი აქტივობების, ფასდაკლებებისა, სხვა მსგავსი აქტივობების ინიცირება და დაგეგმვა მარკეტინგის მენეჯერთან ერთად;
** კატალოგების და საქონელზე ინფორმაციის განახლების უზრუნველყოფა;
** საგარანტიო საკითხებში ჩართულობა;
** მარაგებისა და ბრუნვადობის შესახებ პერიოდული ანალიტიკური რეპორტების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია რუსული ენის ცოდნა)
** აუცილებელია ბრენდ მენეჯერად მუშაობის გამოცდილება;
** ექსელის კარგად ცოდნა;
ჩვენ გთავაზობთ:
** მზარდ კომპანიას, დინამიური და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდით;
** სხვა წამახალისებელ ბენეფიტებს სამუშაოს შესრულების ხარისხსა და შედეგებზე დაყრდნობით.
** ანაზღაურება - ფიქსირებული
თუ ფიქრობთ, რომ თქვენთვის ჩვენი ვაკანსია საინტერესოა და თქვენი შესაძლებლობები შეესაბამება განაცხადის მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ. მისამართზე: cv@smotors.ge სათაურის ველში Subject აუცილებელია ვაკანსიის დასახელების მითითება.
კომპანია "სმოტორს"-ი უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის მიუხედავად მათი სქესის, რელიგიური აღმსარებლობის, რასის, წარმომავლობისა თუ პოლიტიკური შეხედულებებისა.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|