Робота для біженців з України
გაყიდვების შემდგომი მენეჯერი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების შემდგომი მენეჯერი
მომწოდებელი: პანორამა ჯგუფი
გამოქვეყნდა: 25 სექტემბერი / ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი
დეველოპერული კომპანია "პანორამა ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას Aftersales Manager-ის პოზიციაზე ქუთაისში.

ვეძებთ კომუნიკაბელურ, პასუხისმგებლიან და ორგანიზებულ თანამშრომელს, რომელიც უზრუნველყოფს უკვე გაყიდული ბინების მესაკუთრეებთან ურთიერთობას და ოფისში მოსული პოტენციური მომხმარებლების პირველად მომსახურებას.

ძირითადი მოვალეობები:

** უკვე გაყიდული ბინების მესაკუთრეებთან მუდმივი კომუნიკაცია;
** მომხმარებლებისთვის პროექტის მიმდინარეობისა და მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** მესაკუთრეების შეკითხვებისა და მოთხოვნების მიღება და შესაბამის დეპარტამენტებთან კოორდინაცია;
** ოფისში შემოსული, ბინის შეძენით დაინტერესებული მომხმარებლების მიღება;
** დაინტერესებული პირებისთვის პროექტის შესახებ პირველადი ინფორმაციის მიწოდება და პრეზენტაციის ჩატარება;
** მომხმარებლის საჭიროების განსაზღვრა და შესაბამის გაყიდვების მენეჯერთან გადამისამართება;
** მომხმარებელთან მაღალი ხარისხის მომსახურებისა და პოზიტიური გამოცდილების უზრუნველყოფა.

მოთხოვნები:

** გამართული მეტყველება და კარგი კომუნიკაციის უნარი;
** პრეზენტაციისა და ადამიანებთან ურთიერთობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
** მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა;
** საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე, გაყიდვებში, მომხმარებელთა მომსახურების ან დეველოპერულ სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

სამუშაო პირობები:

ადგილმდებარეობა: ქუთაისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი №8
სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი
სამუშაო საათები: 10:00 - 18:00

თუ ხარ კომუნიკაბელური, გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და გსურს მუშაობა დინამიურ, განვითარებად დეველოპერულ კომპანიაში, გამოგვიგზავნე შენი CV ელ.ფოსტაზე info@panoramagroup.ge და გთხოვთ მეილის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

განაცხადის ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი, 2026 წელი.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე