|
დასახელება:
გენერალური მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
საერთაშორისო სასტუმროების ქსელი
|
|
გამოქვეყნდა: 25 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 25 ოქტომბერი
|
საქართველოში ოპერირებას იწყებს საერთაშორისო სასტუმროების ქსელი და 200+ ნომრიანი სასტუმროსთვის ეძებს გამოცდილ გენერალურ მენეჯერს.
მდებარეობა: თბილისი
ანაზღაურება: 6, 000 ლარიდან (NET), კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.
ფუნქციები და მოვალეობები:
** სასტუმროს ყოველდღიური საოპერაციო საქმიანობის სრული მართვა და დეპარტამენტების ეფექტური კოორდინაცია;
** მომსახურების მაღალი ხარისხისა და ბრენდის სტანდარტების უზრუნველყოფა;
** ფინანსური შედეგების, ბიუჯეტის, შემოსავლების, ხარჯებისა და ძირითადი KPI-ების მართვა და მონიტორინგი;
** შემოსავლების ზრდისა და ხარჯების ოპტიმიზაციის შესაძლებლობების იდენტიფიცირება და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
** ADR-ის, RevPAR-ის, დატვირთულობისა და ბაზრის წილის ზრდაზე მუშაობა;
** გაყიდვების, მარკეტინგისა და განთავსების არხების მართვა შესაბამის გუნდებთან კოორდინაციით;
** დეპარტამენტების ხელმძღვანელებისა და გუნდის მართვა, საქმიანობის შეფასება, განვითარება და მოტივაცია;
** სტუმრების კმაყოფილების, უკუკავშირისა და საჩივრების მართვა და მომსახურების გაუმჯობესებისთვის შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
** საოპერაციო და ფინანსური რისკების კონტროლი, შიდა პროცედურებისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა;
** მფლობელებთან, პარტნიორებთან და ძირითად დაინტერესებულ მხარეებთან ეფექტური ურთიერთობის მართვა;
** საოპერაციო და ფინანსური შედეგების შესახებ რეგულარული ანგარიშგების მომზადება და წარდგენა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასტუმროს ინდუსტრიაში მინიმუმ 5 წლიანი მენეჯერული გამოცდილება;
** ბრენდულ სასტუმროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინოვაციური პროდუქტებისა და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების დანერგვის გამოცდილება და სიახლეების მიმართ ღიაობა;
** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ფლობა მაღალ დონეზე.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ელექტრონულ მისამართზე hr.office.ge@gmail.com სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება გენერალური მენეჯერი
კანდიდატის განხილვა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე.
მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|