საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია აცხადებს ვაკანსიას მასალათმცოდნეს / ტექნიკური სპეციალისტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** კონსტრუქციული მასალების (ფოლადები, შენადნობები, პოლიმერები, მჭიდები/ჰერმეტიკები) და ტექნიკური სითხეების (ინდუსტრიული/ჰიდრავლიკური ზეთები, საპოხები) ხარისხობრივი მაჩვენებლებისა და თავსებადობის შეფასება.
** პროდუქციის თანმხლები სერტიფიკატების, ხარისხის პასპორტებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის აუდიტი/შემოწმება.
** შესყიდვებისა და საინჟინრო გუნდებისთვის ტექნიკური სპეციფიკაციების მომზადება და პროდუქციის შერჩევაში მონაწილეობა.
** მოქმედ ტექნიკურ სტანდარტებთან (ГОСТ, ISO, DIN, MIL, ASTM, EN და ა.შ.) შესასყიდი რესურსების შესაბამისობის დადგენა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** განათლება: უმაღლესი ტექნიკური განათლება (მასალათმცოდნეობა, მეტალურგია, ქიმიური/მექანიკური ინჟინერია ან მომიჯნავე მიმართულება).
** სამუშაო გამოცდილება: არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება ინდუსტრიულ, საწარმოო, სამშენებლო ან ლაბორატორიულ სექტორში.
** სტანდარტებთან მუშაობა: ГОСТ/ISO/ASTM და ა.შ. სტანდარტებთან და ტექნიკურ დოკუმენტაციასთან მუშაობის საბაზისო გამოცდილება.
** ტექნიკური ცოდნა: ფოლადის/ლითონთა თვისებების, კოროზიის საფუძვლებისა და ტექნიკური სითხეების/საპოხების ძირითადი მახასიათებლების ცოდნა.
** საინფორმაციო ტექნოლოგიები: MS Office (განსაკუთრებით MS Excel) პროგრამების კარგი ცოდნა.
** ენები: ტექნიკური რუსული ან ინგლისური ენის ცოდნა (დოკუმენტაციასა და სტანდარტებში ორიენტაციის დონეზე).
ელ.ფოსტა: Vacancy@ggtc.ge
|