შპს "გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი" აცხადებს უმცროსი ექიმის ვაკანსიას (სასურველია უროლოგიის, გინეკოლოგიის ან ქირურგიული მიმართულებით).
ადგილმდებარეობა თბილისი, კ. ჩაჩავას N1
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე (09:00 - 18:00)
ჩვენ გთავაზობთ:
** პროფესიული განვითარების, გამოცდილების დაგროვებისა და სწრაფი ზრდის შესაძლებლობას;
** რობოტული ქირურგიისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გარემოში, წამყვან სპეციალისტებთან მუშაობის პრაქტიკას;
** მეგობრულ და მხარდამჭერ სამუშაო გარემოს.
ძირითადი მოვალეობები:
** უფროსი ექიმის მეთვალყურეობით პაციენტების ამბულატორიული და სტაციონარული მიღება, კონსულტაცია, ანამნეზის შეკრება და პირველადი გასინჯვა;
** პაციენტის მდგომარეობის დინამიკაში შეფასება, პალატური შემოვლები და მეთვალყურეობა;
** მცირე ინვაზიურ მანიპულაციებსა და ქირურგიულ ჩარევებში ასისტირება უფროსი ექიმის მეთვალყურეობით;
** სამედიცინო დოკუმენტაციის (ელექტრონული და მატერიალური) ზუსტი, დროული და მოქმედი რეგულაციების შესაბამისი წარმოება.
მოთხოვნები:
** უმაღლესი სამედიცინო განათლება (დიპლომირებული მედიკოსი);
** უმცროსი ექიმის სტატუსი/სერტიფიკატი (სასურველია ინტერესი/რეზიდენტურა უროლოგიის, გინეკოლოგიის ან მომიჯნავე ქირურგიული მიმართულებით);
** უცხო ენების ცოდნა (ინგლისური და რუსული);
** ეფექტური კომუნიკაციის, გუნდური მუშაობის უნარი, ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) მისამართზე: hr@krc.ge და Subject-ველში მიუთითეთ: "უმცროსი ექიმი".
რეზიუმეს გაგზავნით ეთანხმებით, რომ შპს "გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი" დაამუშავებს თქვენს მონაცემებს მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში და მხოლოდ დასაქმების მიზნით.
|