სასტუმრო "იბის თბილისი სტადიუმ" ("Ibis Tbilisi stadium"), არის საერთაშორისო ბრენდის, "აკორ ჰოტელსის" (Accor Hotels) წევრი კომპანია. "აკორ ჰოტელსი" თავის მხრივ, წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ კომპანიას მოგზაურობისა და დასვენების ორგანიზების სფეროში, რომელიც წლის ნებისმიერ დროს, სთავაზობს სტუმრებს 5000-ზე მეტ საუკეთესო კურორტებზე დასვენების შესაძლებლობას.
სასტუმრო "იბის თბილისი სტადიუმ" ეძებს ტალანტებს.
იგი აცხადებს ვაკანსიას რეცეფციონისტის თანამდებობაზე.
სამუშაო გრაფიკი: ცვლებში, თვეში 15- 16 სამუშაო დღე, დღის და ღამის ცვლები.
გთავაზობთ: ჯანმრთელობის დაზღვევას, კვებას და განვითარების შესაძლებლობას.
ანაზღაურება: 1000 ლარი
ფუნქცია-მოვალეობები:
** სტუმრების მიღება-განთავსების უზრუნველყოფა;
** საპასპორტო მონაცემების რეგისტრაცია, სარეგისტრაციო ბარათის შევსება და სტუმრების ანგარიშსწორების უზრუნველყოფა;
** გასაღებების გაცემა უსაფრთხოების პოლიტიკის თანახმად;
** საჭიროებისამებრ, ოთახების განაწილება სტუმრების მოთხოვნების შესაბამისად
** უშუალო ხელმძღვანელისთვის, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და მიწოდება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ტურიზმის განხრით (სასურველია);
** მსგავს პოზიციაზე სასტუმროში მუშაობის გამოცდილება (უპირატესია);
** სასტუმროს მუშაობის სპეციფიკაციის ცოდნა (უპირატესია);
** ინგლისური და რუსული ენების ფლობა;
** კომპიუტერული პროგრამები: MS Office, სასტუმროს პროგრამაში მუშაობის გამოცდილება - Opera
პროფესიული უნარ-ჩვევები:
** კომუნიკაბელური
** მოწესრიგებული
** ორგანიზებული
** განვითარებაზე ორიენტირებული
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით ელ-ფოსტაზე Salomedumbadzee@gmail.com და გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
კანდიდატის შერჩევა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე.
|