Робота для біженців з України
სასტუმროს ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სასტუმროს ადმინისტრატორი
მომწოდებელი: სასტუმრო რივერ საიდი
გამოქვეყნდა: 25 სექტემბერი / ბოლო ვადა: 25 ოქტომბერი
სასტუმრო "რივერ საიდი" წარმოადგენს მაღალი კლასის, ბუტიკურ სასტუმროს თბილისში, რომლის პირველ სართულზეც, 2014 წლის ბოლოს, პირველი ტიფანი ბარი გაიხსნა, ხოლო 2017 წლის თებერვალში ტიფანი ტერასა.

სასტუმრო "River Side Tbilisi" აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს ადმინისტრატორის პოზიციაზე.

პირობები:

** 12-საათიანი მუშაობის გრაფიკი; პირველი დღე დილის 09:00-21:00; მეორე დღეს 21:00-09:00; შემდეგი 2 დღე დასვენება;
** ჯამში 15-16 მორიგეობა თვეში; კვებას უზრუნველყოფს სამსახური;
** ხელფასი: 70 ლარი თითო მორიგეობაზე ხელზე;
** ჯამურად 1, 120 ლარი თვეში ხელზე + ბონუსები

სასურველი მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** სასტუმროში ადმინისტრატორად მუშაობის მინ. 1-წლიანი გამოცდილება,
** ინგლისური ენის კარგად ცოდნა (სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
** Fina-ს სასტუმროს პროგრამის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე, კომპიუტერული და სასტუმროს ონლაინ დაჯავშნის ინტერნეტ პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ.

მოვალეობები:

** სტუმრების მიღება და განთავსება;
** ჯავშნების განხორციელება;
** სატელეფონო ზარებზე პასუხი და ინფორმაციის მიწოდება;
** სტუმართან ანგარიშსწორების წარმოება;
** სხვადასხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ფოტოსთან ერთად, ელფოსტის მისამართზე: hr@riverside.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება ან დაგვიკავშირდით ტელეფონზე: 555 139 446
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე