Робота для біженців з України
სამედიცინო ბილინგის განყოფილების ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამედიცინო ბილინგის განყოფილების ხელმძღვანელი
მომწოდებელი: ადეიშვილის ცენტრალური ჰოსპიტალი
გამოქვეყნდა: 25 სექტემბერი / ბოლო ვადა: 25 ოქტომბერი
"ადეიშვილის ცენტრალური ჰოსპიტალი" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო ბილინგის განყოფილების ხელმძღვანელის პოზიციაზე.

გთავაზობთ:

** სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** მეგობრულ და მხარდაჭერაზე ორიენტირებულ გუნდს;
** თანამედროვე სამედიცინო გარემოში მუშაობას;
** ანაზღაურებას გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.

ფუნქციები:

** ჰოსპიტალში გაწეული მომსახურებების ფინანსური აღრიცხვა და ანგარიშსწორება;
** სამედიცინო სერვისების კოდირება და დაჯგუფება;
** სადაზღვევო კომპანიებთან ანგარიშგება და დოკუმენტაციის წარდგენა;
** კონტრაგენტებთან შესრულებული სამუშაოს სრულყოფილად და დროულად წარდგენა, წარუდგენელი შემთხვევების მინიმუმამდე დაყვანა;
** ბილინგის პროგრამაში დამუშავებული ქეისების საბოლოო გადამოწმება, დახურვა და შესაბამისი კონტრაგენტებისთვის ინვოისების დაგენერირება/მიწოდება;
** ბილინგის პროგრამაში მონაცემების სწორად დამუშავებისთვის საჭირო ყველა დეტალის კონტროლ;
** სამედიცინო შემთხვევების დროული და სწორად დამუშავების კონტროლი/უზრუნველყოფა;
** ფინანსური და სამედიცინო დოკუმენტაციის შეგროვების, შემოწმების და ხარვეზიანი დოკუმენტაციის გამოსწორების პროცედურის კონტროლი (საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ზომების მიღება);
** პაციენტისთვის არასწორად გადახდილი თანხის უკან დაბრუნების პროცედურის კონტროლი.;
** ბილინგის განყოფილების პასუხისმგებლობაში არსებული სტატისტიკური ფორმების წარმოების კონტროლი;
** ჰოსპიტლის მიმართ პაციენტების დავალიანების, შესაბამისი პროცედურის მიხედვით მართვა;
** დაკორექტირებულ ქეისებზე შესაბამისი ფაილის მომზადება, კორექტირების ზუსტი მიზეზის პოვნა სხვა დეპარტამენტებთან კომუნიკაციის საშუალებით. საჭიროების შემთხვევაში კორექტირებაზე უარის დასაბუთება;
** კლინიკისთვის სხვადასხვა ანგარიშის შექმნა და ანალიტიკური სამუშაოს განხორციელება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია განათლება სამედიცინო ან ფინანსური მიმართულებით;
** აუცილებელია 2-3-წლიანი სამუშაო გამოცდილება მენეჯერულ პოზიციებზე;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება სამედიცინო დაწესებულებაში

აუცილებელი ცოდნა:

** საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა - MS Excel-ის ცოდნა საშუალოზე მაღალ დონეზე;
** ჯანდაცვის სამინისტროს დადგენილებები საყოველთაო ჯანდაცვის და ვერტიკალური პროგრამების შესახებ;
** სახელმწიფო სადაზღვევო სააგენტოს პორტალზე მუშაობის პრინციპების ცოდნა;
** შესაბამისი მიმართულებით დადგენილი პოლიტიკები, პროცედურებს, გაიდლაინები, ინსტრუქციები;
** შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის ცოდნა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV/რეზიუმე გამოაგზავნეთ ელფოსტაზე: adeishviliclinic@gmail.com

ელფოსტის სათაურში მიუთითეთ: სამედიცინო ბილინგის განყოფილების ხელმძღვანელი

"ადეიშვილის კლინიკების ქსელი" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე