|
დასახელება:
შესყიდვების სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
STREAM
|
|
გამოქვეყნდა: 24 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 07 ოქტომბერი
|
ვაცხადებთ ვაკანსიას შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე კომპანიისთვის "ELTEG" (https://elteg.ge/).
კომპანია 2007 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. მომხმარებელს სთავაზობს ლიფტების, ესკალატორებისა და პარკინგის სისტემების ფართო სპექტრის მიწოდება-მონტაჟსა და შემდგომ პრევენციულ მომსახურებას. 2012 წლიდან Kleemann-ის ავტორიზებული დისტრიბუტორი.
პოზიციაზე მივესალმებით კანდიდატებს, რომელთაც აქვთ ბიზნესის განვითარებისა და შემოსავლების ზრდის პროაქტიული მიდგომა, აქვთ შესაბამისი გამოცდილება, კომუნიკაციის, გადაწყვეტილებების მიღების, ანალიტიკური, გუნდური მუშაობის და ორგანიზების უნარები.
სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი, ქეთევან წამებულის ქ. 44
სამუშაო განაკვეთი - სრული სამუშაო გრაფიკი (09:00-18:00 სთ)
ანაზღაურება - 2500-3500 ლარის ფარგლებში
ძირითადი მოვალეობები:
შესყიდვების მენეჯერი პასუხისმგებელია, საჭირო ლიფტების, სათადარიგო ნაწილებისა და ტექნიკური აღჭურვილობის ოპტიმალური, დროული და ხარჯეფექტური შესყიდვების უზრუნველყოფაზე. ასევე, მომწოდებლებთან ეფექტური პარტნიორობის ჩამოყალიბებაზე, ხელსაყრელი ფასობრივი პირობების მოპოვებასა და ლოჯისტიკური პროცესების სრულყოფილ მართვაზე.
** ახალი ადგილობრივი და საერთაშორისო მომწოდებლების მოძიება, შეფასება, შერჩევა და არსებულ მომწოდებლებთან გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების განვითარება;
** მომწოდებლების შეფასება დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით, მათ შორის: პროდუქციის ხარისხი, ფასი, გადახდის პირობები, მიწოდების ვადები, წარმოების შესაძლებლობები, ტექნიკურ დავალებასთან შესაბამისობა და სხვა;
** მომწოდებელთა ბაზრის მუდმივი კვლევა, ფასების მონიტორინგი და საუკეთესო კომერციული პირობების მიღების მიზნით მოლაპარაკებების წარმოება;
** მომწოდებლებთან ხელშეკრულებების მომზადების, შეთანხმების, გაფორმების, შესრულების კონტროლისა და არქივირების უზრუნველყოფა;
** შესყიდვების პროცესის სრული ციკლის დაგეგმვა, ორგანიზება, დოკუმენტაციის მომზადება და შესრულების კონტროლი;
** საბაჟო პროცედურების კოორდინაცია შესაბამის დეპარტამენტებთან და საბაჟო ბროკერებთან თანამშრომლობით;
** სატრანსპორტო და ლოგისტიკური კომპანიების მოძიება, შეფასება, შერჩევა და მათთან თანამშრომლობის ოპტიმალური პირობების უზრუნველყოფა;
** საერთაშორისო გადაზიდვების სრული პროცესის კოორდინაცია და კონტროლი, მათ შორის მიწოდების ვადებისა და პირობების მონიტორინგი;
** მიწოდების ჯაჭვის (Supply Chain) პროცესების დაგეგმვა, ოპტიმიზაცია და ეფექტიანობის გაუმჯობესება;
** საწყობში სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიღების, შენახვის, აღრიცხვისა და გაცემის პროცესის ორგანიზება. მარაგების მართვა, ოპტიმალური ნაშთების კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში შევსების დაგეგმვა.
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების ან ტექნიკური მიმართულებით;
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება სამშენებლო ან ლოჯისტიკის მიმართულებით;
** უცხო ენების ფლობა მაღალ დონეზე;
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე recruiters@thestream.ge არაუგვიანეს 2026 წლის 7 ოქტომბრისა. გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
შერჩევას ახორციელებს კომპანია STREAM (www.stream.com.ge)-ის რეკრუტინგის სამსახური. შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
|
|
|
|