Робота для біженців з України
მთავარი ექთანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მთავარი ექთანი
მომწოდებელი: რეპროარტი
გამოქვეყნდა: 24 სექტემბერი / ბოლო ვადა: 24 ოქტომბერი
შპს "ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა რეპროარტი" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ექთნის პოზიციაზე.

ვაკანტური პოზიციის დასახელება: მთავარი ექთანი
ადგილმდებარეობა: სულხან ცინცაძის ქუჩა #23
სამუშაო დატვირთვა: ორშაბათი-პარასკევი 09:30-17:30, შაბათი 09:30-15:00
ანაზღაურება: შეთანხმებით

ძირითადი მოვალეობები:

** საექთნო პერსონალის სამუშაო პროცესის ორგანიზება და კოორდინაცია;
** ექთნების სამუშაო გრაფიკისა და ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება;
** საექთნო პერსონალის საქმიანობის მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი უკუკავშირის მიწოდება;
** კლინიკის სხვადასხვა მიმართულებასთან ეფექტური კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უზრუნველყოფა;
** საოპერაციო და საექთნო პროცესების გამართულად წარმართვის კონტროლი;
** სამედიცინო ინვენტარის, სახარჯი მასალებისა და მედიკამენტების საჭიროების განსაზღვრა და მარაგების კონტროლი;
** საექთნო დოკუმენტაციისა და შესაბამისი ჩანაწერების წარმოების კონტროლი;
** ახალი თანამშრომლების ადაპტაციასა და სამუშაო პროცესში ჩართულობის ხელშეწყობა;
** შიდა წესებისა და კლინიკური სტანდარტების დაცვის კონტროლი;
** ხელმძღვანელობისთვის საჭირო ინფორმაციისა და ანგარიშების მომზადება;
** სხვა საორგანიზაციო საკითხების მართვა კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** საექთნო საქმიანობის დამადასტურებელი დიპლომი;
** მთავარი ექთნის/უფროსი ექთნის ან შესაბამის მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** კარგი ორგანიზაციული და მენეჯერული უნარები;
** თანამშრომლების სამუშაო პროცესის ორგანიზებისა და კოორდინაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის აღებისა და გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
** პრობლემების სწრაფად იდენტიფიცირებისა და გადაჭრის უნარი;
** კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, CV გამოგვიგზავნოთ ელფოსტაზე: m.kozmanashvili@reproart.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე