Робота для біженців з України
მძღოლ-ექსპედიტორის დამხმარე - ახალციხე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლ-ექსპედიტორის დამხმარე
მომწოდებელი: ბიდი კომპანი
გამოქვეყნდა: 24 სექტემბერი / ბოლო ვადა: 24 ოქტომბერი
სადისტრიბუციო კომპანია შპს "ბიდი კომპანი" დაფუძნდა 2009 წელს და წარმოადგენს FERRERO (Raffaello, Ferrero Rocher, Kinder, Nutella, tic tac) Nefis, Sweetpro, Dr.Otker, Confy trade, Lorenz, Ligos ბრენდების ოფიციალურ ექსკლუზიურ დისტრიბუტორს საქართველოში.

"ბიდი კომპანი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლ-ექსპედიტორის დამხმარის პოზიციაზე.

მდებარეობა: ქ. ახალციხე
სამუშაო საათები: 09:00-18:00
სამუშაო დღეები: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით
ანაზღაურება: 1000 ლ

ფუნქცია-მოვალეობები:

** შეკვეთილი პროდუქციის მითვლა საწყობიდან;
** სავაჭრო ობიექტზე პროდუქციის ჩამოტვირთვა;
** სავაჭრო ობიექტებისთვის ზედნადებში გაწერილი რაოდენობებისა და სახეობების მიხედვით პროდუქციის მითვლა;
** ავტომობილის მართვა (გამონაკლის შემთხვევებში);

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** B - კატეგორიის მართვის მოწმობა;
** სასაქონლე ზედნადებებთან მუშაობის გამოცდილება;
** სალარო აპარატით მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

** დეტალების მიმართ ყურადღებიანი
** შრომისმოყვარე
** პასუხისმგებლობიანი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე hr@bdcompany.ge. ელფოსტის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატურებთან.

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს ბიდი კომპანის მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით. გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ კომპანიას მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ ელ-ფოსტაზე.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე