|
დასახელება:
სუშის და აზიური ცხელების, ვოკის მზარეული
|
| მომწოდებელი:
სუშიკო
|
|
გამოქვეყნდა: 24 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 24 ოქტომბერი
|
"რესტორანი სუშიკო", ქალაქ თბილისში - ვაკესა და საბურთალოზე, აცხადებს სუშის და აზიური ცხელების, ვოკის მზარეულის ვაკანსიას.
გვიხილეთ FB-ზე: https://www.facebook.com/sushicotbilisi
ქსელის განვითარების ამ ეტაპზე ვეძებთ შედეგზე ორიენტირებულ, მოტივირებულ გუნდის წევრებს სუშის და ვოკის (აზიური ცხელების) მზარეულების პოზიციაზე - 4 ვაკანსია.
დასაქმებულს ვთავაზობთ:
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს,
** ახალგაზრდა თანამშრომელთა გუნდს,
** დაწინაურების პერსპექტივას,
** პროფესიულ ზრდას,
** მეგობრულ გარემოს,
** დაზღვევას დაზიანებებისაგან და უბედური შემთხვევისაგან სამუშაო ადგილზე,
** ღამის ცვლებში კომპანიის ხარჯზე ტრანსპორტირებას და კვებას.
პირობები:
** მიმზიდველი ხელფასი - ანაზღაურება 1 სამუშაო 8 საათიანი ცვლის 81 ლარი (net) დღის ცვლა, საღამოს ცვლა 85 ლარი (net);
** თვეში საშუალოდ 22 ან 23 სამუშაო დღეა, ხელფასი 1700-დან 1900 ლარამდე (net) გამოდის;
** სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი 5/2-ზე, ხუთი დღე მუშაობს და 2 დღე ისვენებს. ** დღის ცვლა 11.00-19.00 და საღამოს ცვლა 19.00-03.00 (ღამის საათებში მომსახურება კორპორაციული ტაქსი) ასევე გვაქვს კვება კომპანიის ხარჯზე და კორპორაციული 50% იანი ფასდაკლება თანამშრომლებისათვის ჩვენს პროდუქციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** სუშის ან ვოკის მომზადება განსაზღვრული რეცეპტისა და კალკულაციის მიხედვით;
** ინგრედიენტების მარაგების კონტროლი;
** პროდუქციის ხარისხის, გემოვნური თვისებებისა და ვადების კონტროლი;
** მოწესრიგებული უნიფორმის ტარება;
** სამზარეულოს შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა სამზარეულოს სხვა თანამშრომლებთან ერთად;
** საკვები ან სასმელი პროდუქტების, ინვენტარის და დანადგარების უსაფრთხოდ და სწორად შენახვის წესების ცოდნა და დაცვა;
** სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნების დაცვა სამზარეულოში;
** სამუშაოს სწრაფად და ეფექტურად შესრულების უნარი.
მოთხოვნები:
** სავალდებულოა მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება კონკრეტულად სუშის მომზადების მიმართულებით;
** ფიზიკური და მენტალური გამძლეობა;
** შესაბამისი განათლება ჩაითვლება უპირატესობად;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სამზარეულოს ორგანიზაციული სტრუქტურის და ფუნქციონირების ძირითადი პრინციპების ცოდნა;
** კვების სფეროში მიღებული განათლება ჩაითვლება უპირატესობად.
ფუნქცია-მოვალეობები:
** ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
** სუშების მომზადებისას დადგენილი კალკულაციის დაცვა;
** სისუფთავის კონტროლი;
** შეკვეთაზე სწრაფი რეაგირება.
დაინტერესების შემთხვევაში, დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: +995 577 741661
ან გამოაგზავნეთ თქვენი CV მეილზე: sushikorecruting@gmail.com გთხოვთ, "საგანში" ჩაწეროთ ვოკის ან სუშის მზარეული.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|