|
დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ლიდერ ქალთა საზოგადოება
|
|
გამოქვეყნდა: 24 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 24 ოქტომბერი
|
"ლიდერ ქალთა საზოგადოება" ეძებს ენერგიულ, კომუნიკაბელურ და შედეგზე ორიენტირებულ ადამიანს გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
თუ გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, გაქვს მოლაპარაკების კარგი უნარები და გინდა იმუშაო განვითარებაზე ორიენტირებულ, აქტიურ და დინამიკურ გარემოში — შემოგვიერთდი!
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, შესაძლებელია დისტანციური კანდიდატის განხილვა
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი
ძირითადი მოვალეობები:
** პოტენციური წევრებისა და კლიენტების მოძიება და კომუნიკაცია
** ორგანიზაციის სერვისებისა და შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება
** გაყიდვების პროცესის მართვა — პირველი კომუნიკაციიდან შეთანხმებამდე
** არსებული და ახალი კონტაქტების ბაზის მართვა
** შეხვედრებისა და კომუნიკაციის დაგეგმვა
** გაყიდვების შედეგების მონიტორინგი და ანგარიშგება
** ახალი გაყიდვების შესაძლებლობების მოძიება და განვითარება
ჩვენგან მიიღებ:
** სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
** საინტერესო ადამიანებთან და წარმატებულ ქალებთან ურთიერთობის შესაძლებლობას
** კარიერული ზრდის პერსპექტივას
** ფიქსირებულ ანაზღაურებას + ბონუსს გაყიდვების შედეგების მიხედვით
მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** გაყიდვების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი
** მიზანდასახულობა და შედეგზე ორიენტირებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** სასურველია საოფისე პროგრამების ცოდნა
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ CV მითითებულ საკონტაქტო არხზე - leaderwomanclub@gmail.com. დანიშნულებაში მიუთითეთ პოზიციის აღწერილობა.
შემოგვიერთდი "ლიდერ ქალთა საზოგადოების" გუნდში და გახდი წარმატებული ქალების მხარდამჭერი ქსელის ნაწილი!
|
|
|
|