|
დასახელება:
შესყიდვებისა და მომარაგების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
კომპანია
|
|
გამოქვეყნდა: 24 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 24 ოქტომბერი
|
სარესტორნო ქსელისთვის ვეძებთ შესყიდვების სფეროში გამოცდილ პროფესიონალს, რომელიც დაგეგმავს მომარაგებას, მართავს მომწოდებლებთან ურთიერთობას და უზრუნველყოფს შესყიდვებთან დაკავშირებული მონაცემების სიზუსტეს FINA-ს პროგრამაში.
პოზიცია: შესყიდვებისა და მომარაგების მენეჯერი
სამუშაო პირობები:
** დასაქმება: სრული განაკვეთი
** სამუშაო ფორმატი: ჰიბრიდული
** ანაზღაურება: გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად
ძირითადი პასუხისმგებლობები:
** შიდა მოთხოვნებისა და მარაგების მონაცემების შეჯერება, შესყიდვების საჭიროების განსაზღვრა და შეკვეთების დაგეგმვა.
** ბაზარზე ალტერნატიული მომწოდებლების მოძიება, შეთავაზებების შედარება და შესყიდვის პირობებზე მოლაპარაკება.
** შეთანხმებული ფასების გადამოწმება, ცვლილებების ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში პირობების ხელახლა შეთანხმება.
** შეკვეთების შესრულების კოორდინაცია და მომწოდებლებთან წარმოქმნილი საკითხების დროული მოგვარება, საჭიროების შემთხვევაში ადგილზე შეხვედრით.
** მარაგების რეგულარული გადამოწმება და შევსების დაგეგმვა ისე, რომ მომარაგება შეფერხების გარეშე განხორციელდეს.
** საქონლის მიღების, გადაადგილებისა და რეალიზაციის ოპერაციების აღრიცხვა; შესაბამისი ელექტრონული დოკუმენტაციის დამუშავება, ქსელის მენეჯერებთან ყოველდღიურ კოორდინაციაში.
** სასაქონლო ცნობარის, ახალი პოზიციებისა და კალკულაციების განახლება; მონაცემების სისწორის კონტროლი სააღრიცხვო და გაყიდვების სისტემებში.
კანდიდატის გამოცდილება და უნარები:
** შესყიდვების მიმართულებით მინიმუმ 2 წლის გამოცდილება HORECA სექტორში.
** FINA სააღრიცხვო პროგრამაში მუშაობისა და ელექტრონული სასაქონლო დოკუმენტაციის მართვის პრაქტიკული ცოდნა.
** მომწოდებლებთან მოლაპარაკების გამოცდილება და საქმიანი კონტაქტები.
** დეტალებზე ყურადღება, პასუხისმგებლობა და სამუშაოს დამოუკიდებლად ორგანიზების უნარი.
** პრიორიტეტების განსაზღვრისა და ვადების მართვის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე მისამართზე: restaurants.georgia@gmail.com
|
|
|
|